—

„ქართული ოცნება“ 59.3%, „ნაციონალური მოძრაობა“ 13.1% - GORBI კვლევას აქვეყნებს

76
„ქართული ოცნება“ 59.3%, „ნაციონალური მოძრაობა“ 13.1% - GORBI კვლევას აქვეყნებს
მოსასმენად დააჭირეთ

GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კითხვაზე: საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? მიღებული პასუხების შედეგად, პარტიების პოლიტიკური რეიტინგები ალოკაციით შემდეგნაირად გადანაწილდა:

"ქართული ოცნება" - 59.3%

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" /"სტრატეგია აღმაშენებელი" - 13.1%

კოალიცია "ლელო"/"ანა დოლიძე - ხალხისთვის"/"თავისუფლების მოედანი" - 5.8%

კოალიცია "ახალი"/"გირჩი - მეტი თავისუფლება"/"დროა" - 5.5%

"საქართველოსთვის" - 4.8%

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა" და "ალტ ინფოს" კოალიცია - 3%

"ევროპული საქართველო" - 2.2%

"ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი" - 2.1%

სხვა - 4.2%

ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოს პარლამენტში 107 მანდატს იღებს "ქართული ოცნება", ოპოზიციური პარტიები კი ერთად 43 მანდატს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 24 ივლისი - 4 აგვისტოს პერიოდში. გამოიკითხა ჯამში 1700 რესპონდენტი. მონაცემების ცდომილების ზღვარია +/-3%.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →