—

ქუთაისის ციხეში პატიმრები მოიწამლნენ

101
ქუთაისის ციხეში პატიმრები მოიწამლნენ
მოსასმენად დააჭირეთ

პატიმრების ინტოქსიკაცია ქუთაისში - ნომერ მეორე დაწესებულებაში, სავარაუდოდ, სასმელი წყლით მსჯავრდებულები მოიწამლნენ.

უფლებადამცველების ინფორმაციით, პატიმრები დილით ქუთაისიდან თბილისში, კლინიკა "ვივა მედში" გადაიყვანეს.  როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ეს ჯერჯერობით უცნობია.

უფლებადამცველები არ გამორიცხავენ ენტეროვირუსსაც: 

"ჩემი ერთ-ერთი პატიმარი მოიწამლა. არ ვიცი რის ბრალია, მაგრამ ვიცი, რომ ციხის თანამშრომლებიც პირბადეებით დადიან, რაღაცა ვირუსი არის"  ამბობს ადვოკატი ნიკოლოზ კანკავა. 

"ქუთაისის მეორე დაწესებულებაში ენტეროვირუსის სიმპტომატიკით მოწამლული არიან მსჯავრდებულები და გადაყვანილი არიან "ვივა მედში". როგორც ჩემთვის არის ცნობილი, არის 15 მსჯავრდებული, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ იყოს მეტიც. მათ შორის არის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფიც."   - ამბობს ადვოკატი სოფო ბონდარენკო 

ადვოკატები ციხის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროს, ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ. 

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში დაგვპირდნენ რომ ინფორმაციას გადაამოწმებენ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →