—

გიორგი ვაშაძე - ზურგში მიპარვა მშიშარა ადამიანების ქმედებაა - ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ „ქართული ოცნება” არჩევნებში მარცხდება და სურს, ძალადობით რაღაც გააკეთოს

28
გიორგი ვაშაძე - ზურგში მიპარვა მშიშარა ადამიანების ქმედებაა - ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ „ქართული ოცნება” არჩევნებში მარცხდება და სურს, ძალადობით რაღაც გააკეთოს
მოსასმენად დააჭირეთ

მათ ეს ძალადობა უკან შეუტრიალდებათ და ჩვენ მათ ერთიანობითა და სამშობლოზე ზრუნვით უნდა ვუპასუხოთ. ძალადობა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩავაბაროთ, - ამის შესახებ ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი…

მათ ეს ძალადობა უკან შეუტრიალდებათ და ჩვენ მათ ერთიანობითა და სამშობლოზე ზრუნვით უნდა ვუპასუხოთ. ძალადობა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩავაბაროთ, - ამის შესახებ ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, სამტრედიაში ნიკა მელიაზეთავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არჩევნებში მარცხდება და ძალადობით „რაღაცის“ გაკეთებას ცდილობს.

„ზურგში მიპარვა მშიშარა ადამიანების ქმედებაა და ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ „ქართული ოცნება” არჩევნებში მარცხდება და სურს, რომ ძალადობით რაღაც გააკეთოს. მე ვფიქრობ, რომ მათ ეს ძალადობა უკან შეუტრიალდებათ და ჩვენ ერთიანობითა და უნდა სამშობლოზე ზრუნვით უნდა ვუპასუხოთ და ძალადობა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩავაბაროთ. ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, ევროკავშირში გაწევრიანება, წინსვლა, დემოკრატია და ამას ალტერნატივა არ აქვს. დაპირისპირება, ზიზღი უნდა ჩავაბაროთ წარსულს. “ქართული ოცნება” არის წარსული, ეს ხალხი არის მომავალი, ერთიანობა არის მომავალი. მომავალი არის ის, რომ საქართველო, ევროკავშირის წევრი იქნება,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას თავს სამტრედიაში დაესხნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ნიკა მელია სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს, მედიასთან კომენტარს აკეთებდა. ნიკა მელიასფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →