—

ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილს უნდა შევასრულებინოთ პირობა, უნდა დავაბრუნოთ საქართველოში და კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი

23
ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილს უნდა შევასრულებინოთ პირობა, უნდა დავაბრუნოთ საქართველოში და კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი
მოსასმენად დააჭირეთ

რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილს უნდა შევასრულებინოთ პირობა, უნდა დავაბრუნოთ საქართველოში და კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი, აღიარებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა…

რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილს უნდა შევასრულებინოთ პირობა, უნდა დავაბრუნოთ საქართველოში და კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი, აღიარებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ქართველი ხალხისადმი ბოდიშის მოხდას და დაბრუნების შესახებ მის განცხადებას გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ჩადენილი შეცდომები დანაშაულის ტოლფასია, რაც არ უნდა ეპატიოთ.

“ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, სამწუხაროდ, 12%-ით არის მეორე ადგილზე, თუმცა დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად შემცირდება. ეს ძალიან მნიშნველოვანია, რომ ქართული დემოკრატია წინ წავიდეს და განვითარდეს.

რაც შეეხება ბოდიშს, რომელიც მიხეილ სააკაშვილისგან მოვისმინეთ, ეს არის მისი ნატურა, რომ ის ბოდიშს იხდის არჩევნების წინ. 8 წლის თავზე გაახსენდა ის მძიმე დანაშაულები, რომელიც მისი ხელმძღვანელობით ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ამ დანაშაულთა დიდი ნაწილი დამტკიცებულია ქართული სასამართლოს, ნაწილი კი სტრასბურგის სასამართლოს მიერ.

დანაშაულია ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისი ხელმძღვანელობით ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი ჩააბარა რუსეთს, შემდეგ ჩაიდინა ღალატი, როდესაც ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით ოკუპაცია გაუფორმა რუსეთის ფედერაციას. ეს იყო ღალატი.

გარდა ამისა, როდესაც „ქართულ ოცნებაზე“ ორნახევარჯერ ნაკლებ გზებს დააგებ და საზოგადოებას 9 წელი ტყუილში აცხოვრებ, ესეც დანაშაულია, რომელიც ბუნებრივია, არ უნდა ეპატიოს მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“.

როდესაც გიგი უგულავასთან და სხვებთან ერთად მოიპარავ ათეულობით და ასეულობით მილიონს, ესეც დანაშაულია, რომელიც ვერ ეპატიება.

როდესაც ადამიანებს აწამებ ახალაიებთან და სხვებთან ერთად, როდესაც დაიმორჩილებ მართლმსაჯულებას ადეიშვილთან ერთად და ჩაიდენ უამრავ დანაშაულს შენ პარტნიორებთან ერთად, რომლებიც არიან კრიმინალები და აქვთ ამბიცია, მოიგონ არჩევნები, ბოდიში თავის თავზე მეტყველებს - ეს არის აღიარება იმ უძიმესი დანაშაულის, რომელიც ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ბოდიშზე პასუხი ექნება საზოგადოებას. კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ „საზოგადოების პოლიტიკური პასუხიც არ არის ამაზე საკმარისი, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილს უნდა შევასარულებინთ მისი პირობა, უნდა დავაბრუნოთ საქართველოში და კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი, აღიარებიდან გამომდინარე რაც მან განაცხადა", - განაცხადა კობახიძემ.

İPN.GE

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →