—

\"ივანიშვილმა თავის საზოგადოებას არაფერზე არ უპასუხა... მე მზად ვარ და ვიწვევ დებატში\" | სალომე ზურაბიშვილი

28
\"ივანიშვილმა თავის საზოგადოებას არაფერზე არ უპასუხა... მე მზად ვარ და ვიწვევ დებატში\" | სალომე ზურაბიშვილი
მოსასმენად დააჭირეთ

"ივანიშვილმა თავის საზოგადოებას არაფერზე არ უპასუხა... მე მზად ვარ და ვიწვევ დებატში", - ამიუს შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის სასახლეში მიმდინარე პრესკონფერენციაზე საუბრობს.

"ივანიშვილმა თავის საზოგადოებას არაფერზე არ უპასუხა... მე მზად ვარ და ვიწვევ დებატში", - ამიუს შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის სასახლეში მიმდინარე პრესკონფერენციაზე საუბრობს.

''...მთავარი ის არის, რომ ბატონმა ივანიშვილმა თავის საზოგადოებას არაფერზე არ უპასუხა, არაფერი არ უთხრა, არაფერი არ ახსნა, თუ რატომ უცებ გადაახვევინა იმ მთავრობას, რომელიც ვიცით, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ შემსრულებელი. გადაახვევინა ჩვენი კურსიდან. ასეთი ზიანი მიაყენა ქვეყანას. იზოლაციაში ჩააყენა ქვეყანა. ეს ქვეყანა დაასუსტა. გაერთიანებული ქვეყანა, სტატუსის მიღების დღეები ხომ არავის გვავიწყდება, თუ რა სიხარული იყო და რა ბედნიერება ხალხში, ყველა ყველას რომ ულოცავდა. ეს ყველაფერი გათელა იმისთვის რომ რაღაც უაზრო და არასაჭირო კანონი შემოეტანა, რატომ ვინმეს უთხრა?!

ჩვენ ვიცით მისგან მხოლოდ ორი სიტყვა, რომელიც ალბათ მისი დაწერილიც არ არის. ორი დიდი სიტყვა, რომელიც არის მტრულად განწყობილი, ჯერ ერთი ჩვენი პარტნიორების მიმართ, მეორეც საზოგადოების მიმართ. საზოგადოებას ჰპირდება რევანშს, რეპრესიებს. რა სტილი არის ადამიანისგან რომელიც ან შიგნით არის ან გარეთ არის, ან შიგნით არის, მაგრამ ვერავინ ვერ გავიგეთ რეალურად სად არის, რა უნდა რატომ უნდა და რას უკეთებს ამ ქვეყანას, მე მზად ვარ და ვიწვევ დებატში, თუ მე პირადად არ შემხვდება, დებატში მოვიდეს. რადგან თვლის თავის თავს და ითვლება,რომ ის არის სახელმწიფოს მმართველი, სახელმწიფოს პირველი პირი მე ვარ. და მაშინ დებატში გავარკვიოთ რაღაცები.

და მე ვკითხავ, არა ჩემი მხრიდან. მე არაფერი აღარ მაინტერესებს, ფაქტებს ვუყურებ და ვხედავ საით მიდის ქვეყანა, მაგრამ საზოგადოებისთვის ვალდებული არის, რომ ახსნას ზოგიერთი პოზიცია, რატომ ორჯერ გაუშვა პრემიერი, რომელიც კორუმპირებული იყო და ვიცით, რომ კორუფციის გამო, მერე აბრუნებს, მერე ახალ თანამდებობაზე სვამს. მერე იბარებს და ნიშნავს ყველაზე არაპოპულარულ ადამიანს, როგორც პრემიერს. ე.ი რას ერჩის ამ ქვეყანას. ხომ უნდა გვითხრას არჩევნებამდე მაინც?!'', - განაცხადა ზურაბიშვილმა

Mtavari.tv 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →