—

საზღვრის კვეთის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

49
საზღვრის კვეთის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პატიმრობას მართლმსაჯულების დაცინვას უწოდებს მესამე პრეზიდენტი, რომელიც სასამართლოს დისტანციურად…

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პატიმრობას მართლმსაჯულების დაცინვას უწოდებს მესამე პრეზიდენტი, რომელიც სასამართლოს დისტანციურად ჩაერთო.

მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების შენარჩუნებისთვის "ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გააყალბებს, ამიტომ მესამე პრეზიდენტი საზოგადოებას მობილიზაციისკენ მოუწოდებს. მიხეილ სააკაშვილმა ოლიგარქ ივანიშვილსაც მიმართა.

მართლაც საოცრებაა ასეთი დაცინვა და აბუჩად აგდება მართლმსაჯულების, როცა თქვენ შეგიძლიათ, უსაშველოდ მასამართლოთ და მრავალი წელი გავიდეს. და მე მინდა, ვუთხრა ივანიშვილს, ყველა რეკორდი მოხსენი უკვე შენ. გუშინ პუტინმა და ლუკაშენკომ გაუშვა ყველა პოლიტპატიმარი. სადამდე უნდა გყავდეთ ციხეში მე და სხვა პოლიტპატიმრები. დღეს 2 საათზე სოსო ბაბაევის პროცესია გორში, სადაც იარაღი ჩაუდეს და პირველად მოსამართლემ გაუშვა მოდებაძემ და ახლა აპირებენ, რომ უკან შეაბრუნონ ციხეში სრულიად თითიდან გამოწოვილი ბრალდებით. იმდენად სასაცილოები ხართ უკვე მართლა, რომ ეს არის ჩემი საარჩევნო ავტობუსი, აწერია "Free Misha", სამ მძღოლს ააღებინეს უკვე ხელი ამ ავტობუსის ტარებაზე. სამი მძღოლი დააშინეს და მფლობელი დააშინეს ავტობუსის. ავტობუსის რომ გეშინია, სხვაზე რაზე გაქვთ საუბარი, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →