—

ლევან დავითაშვილი: ევროინტეგრაციის პროცესის მიმართულებით მუშაობა არცერთი წამით არ შეჩერებულა

27
ლევან დავითაშვილი: ევროინტეგრაციის პროცესის მიმართულებით მუშაობა არცერთი წამით არ შეჩერებულა
მოსასმენად დააჭირეთ

ევროინტეგრაციის პროცესის მიმართულებით მუშაობა არცერთი წამით არ შეჩერებულა, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს…

ევროინტეგრაციის პროცესის მიმართულებით მუშაობა არცერთი წამით არ შეჩერებულა, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა მიჰყვება დასახულ გეგმებსა და ამოცანებს.

ამასთან, როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ევროინტეგრაციის პროცესი არის კომპლექსური პროცესი და ბევრ მიმართულებას მოიცავს.

„ევროინტეგრაციის პროცესის მიმართულებით მუშაობა არცერთი წამით არ შეჩერებულა, ქვეყანა მიჰყვება დასახულ გეგმებსა და ამოცანებს. ევროინტეგრაციის პროცესი არის კომპლექსური პროცესი, რომელიც თავის თავში მოიცავს ბევრ მიმართულებას. ჩვენ პროცესს მივყვებით ჩვენი მხრიდან. 

ევროკავშირიდან ჩვენი პარტნიორები როდესაც საუბრობენ, რომ შეჩერებული გვაქვს პროცესი, საუბარია იმაზე, რომ მათი მხრიდან გარკვეული პროცესები შეიძლება, დღესდღეობით არის ან შეჩერებული, ან გადახედვის რეჟიმში.

იმედი მაქვს, ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკით, როგორც არაერთხელ გვიჩვენებია საზოგადოებისთვის, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ჩვენი მწყობრი ნაბიჯებით, იმით, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი ინტეგრაციის პროცესის, დავარწმუნებთ პარტნიორებს, რომ საქართველო ევროკავშირში წევრობას იმსახურებს და ეს პროცესი დაუბრუნდება იმ კალაპოტს, რა კალაპოტშიც მიმდინარეობდა“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

Pia

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →