—

გიორგი ბარამიძე - საქართველოსა და აშშ-ს შორის მთავარი დაბრკოლება არის საქართველოს ხელისუფლება, რის გამოც განიხილება მათი სანქცირება სენატში

26
გიორგი ბარამიძე - საქართველოსა და აშშ-ს შორის მთავარი დაბრკოლება არის საქართველოს ხელისუფლება, რის გამოც განიხილება მათი სანქცირება სენატში
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოსა და აშშ-ს შორის მთავარი დაბრკოლება არის საქართველოს ხელისუფლება, რის გამოც განიხილებამათი სანქცირება სენატში. ამიტომ, ქართველმა ხალხმა მშვიდობიანად უნდა გადავირჩიოთ 26 ოქტომბერს ივანიშვილის რეჟიმი და…

საქართველოსა და აშშ-ს შორის მთავარი დაბრკოლება არის საქართველოს ხელისუფლება, რის გამოც განიხილებამათი სანქცირება სენატში. ამიტომ, ქართველმა ხალხმა მშვიდობიანად უნდა გადავირჩიოთ 26 ოქტომბერს ივანიშვილის რეჟიმი და გავუთავისუფლოთ გზა ჩვენს ქვეყანას ნატოსა და ევროკავშირში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ სენატში საქართველოს საკითხის განხილვაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობები იმდენად გააუარესა, რომ აშშ-ის კონგრესსა და სენატში იხილება კანონპროექტები, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

„ივანიშვილის მოღალატურმა რეჟიმმა საქართველო იქამდე მიიყვანა, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან და ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობები იმდენად გააუარესა, რომ აშშ-ის კონგრესსა და სენატში იხილება კანონპროექტები, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებს. სწორედ ეს ხელისუფლება არის დაბრკოლება საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებასა და იმ ურთიერთობების გაგრძელებისათვის, რაც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა და ამას არაფერი არ უშველის, თუ ჩვენ ქართველმა ხალხმა მშვიდობიანად არ შევძელით 26 ოქტომბერს ამ რეჟიმის გადარჩევა და გავუთავისუფლოთ გზა ჩვენს ქვეყანას. განაახლოს ურთიერთობები აშშ-თანაც და ევროკავშირთანაც, ისარგებლოს იმ საშუალებებით, რომელიც ასევე არის გათვალისწინებული კონგრესის კანონში და მოგვეცეს საშუალება, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა. ევროკავშირთან კი დავიწყოთ მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს არის მთავარი ამოცანა ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ მოვიცილოთ ის რეჟიმი, რომელიც პირდაპირ ასრულებს პუტინის დავალებას საქართველოში და წინ ეღობება ქართველი ხალხის იმ მიზნებსა და მისწრაფებებს, რასაც ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება ჰქვია“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →