—

მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილი და მისი ამფსონები გვაძალებენ ერთადერთ არჩევანს - ან მონობა, ან ომი - მათ გამოუცხადეს ცივი ომი ცივილიზებულ სამყაროს და მას შემდეგ, რაც დავრჩებით ბოლო მოკავშირის გარეშე, რუსები გადაგვსანსლავენ

50
მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილი და მისი ამფსონები გვაძალებენ ერთადერთ არჩევანს - ან მონობა, ან ომი - მათ გამოუცხადეს ცივი ომი ცივილიზებულ სამყაროს და მას შემდეგ, რაც დავრჩებით ბოლო მოკავშირის გარეშე, რუსები გადაგვსანსლავენ
მოსასმენად დააჭირეთ

ივანიშვილი და მისი ამფსონები გვაძალებენ ერთადერთ არჩევანს - ან მონობა, ან ომი. გვეუბნებიან, რომ თუ ჩვენ მონობას არ ავირჩევთ, საქართველოში იქნება ომი. სინამდვილეში, მათ უნდათ მოგვიტანონ მონობა და მოგვიტანონ ომი, - ამის…

ივანიშვილი და მისი ამფსონები გვაძალებენ ერთადერთ არჩევანს - ან მონობა, ან ომი. გვეუბნებიან, რომ თუ ჩვენ მონობას არ ავირჩევთ, საქართველოში იქნება ომი. სინამდვილეში, მათ უნდათ მოგვიტანონ მონობა და მოგვიტანონ ომი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმასაქალაქო სასამართლოში, კლინიკა „ვივამედიდან“ სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა მთელს ცივილიზებულ სამყაროს ცივი ომი გამოუცხადა.

„ყველა ჩვენგანი სვამს კითხვას - გვეშველება რამე? დავრჩებით თუ ყველანი უნდა წავიდეთ ამ ქვეყნიდან? გააყალბებენ თუ არა არჩევნებს და რა უნდა ვქნათ, როცა გააყალბებენ? თვეში ერთხელ მეძლევა საშუალება მოგმართოთ, საკმაოდ ცუდი გამოსახულებით და არც თუ ისე გამართული ხმით, გისოსების მიღმა, მაგრამ ეს ვერ ჩაახშობს ჩემს ხმას. ივანიშვილი და მისი ამფსონები, პატრონები გვაძალებენ ერთადერთ არჩევანს - ან მონობა, ან ომი. ისინი გვეუბნებიან, რომ თუ ჩვენ მონობას არ ავირჩევთ, საქართველოში იქნება ომი. სინამდვილეში, მათ უნდათ მოგვიტანონ მონობა და მოგვიტანონ ომი. ომი მოაქვთ მათ! მათ გამოუცხადეს ცივი ომი მთელს ცივილიზებულ სამყაროს და მას შემდეგ რაც ჩვენ დავრჩებით ბოლო მოკავშირის გარეშე, რუსები გადაგვსანსლავენ, თითოეულ ადამიანს, თითოეულ ქართველს გაგვიჩაღებენ ომს და გაანადგურებენ საქართველოს. ივანიშვილი გვთავაზობს ან მონობა, ან ომი და სინამდვილეში, ჩვენ ვირჩევთ მშვიდობასა და თავისუფლებას. არა მონობას! - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →