—

გიორგი ვაშაძე - დიახაც, ვაპირებთ, რომ რუსეთთან ვაჭრობა გავაგრძელოთ - არასდროს გვითქვამს, რომ ვაჭრობა უნდა შეწყდეს

232
გიორგი ვაშაძე - დიახაც, ვაპირებთ, რომ რუსეთთან ვაჭრობა გავაგრძელოთ - არასდროს გვითქვამს, რომ ვაჭრობა უნდა შეწყდეს
მოსასმენად დააჭირეთ

დიახაც, ვაპირებთ, რომ რუსეთთან ვაჭრობა გავაგრძელოთ - არასდროს გვითქვამს, რომ ვაჭრობა უნდა შეწყდეს, - ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემბრიფინგზე განაცხადა.

დიახაც, ვაპირებთ, რომ რუსეთთან ვაჭრობა გავაგრძელოთ - არასდროს გვითქვამს, რომ ვაჭრობა უნდა შეწყდეს, - ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაძის თქმით, მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოს ეკონომიკა რუსულ ეკონომიკაზე არ იყოს დამოკიდებული.

„ძალიან გთხოვთ, „ქოცურ“ სიყალბეს ნუ გაყვებით იმიტომ, რომ სიყალბე არის მათი ხელწერა. ჩვენ, დიახაც, ვაპირებთ, რომ ვაჭრობა გავაგრძელოთ რუსეთთან. არასდროს გვითქვამს, რომ ვაჭრობა უნდა შეწყდეს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებული არ იყოს ჩვენი ეკონომიკა, როგორც ეს „ქართლმა ოცნებამ“ გააკეთა. მაგალითად, ფქვილი 100% რუსეთიდან შემოდის, საწვავიც შემოდის რუსეთიდან. მე არ მინდა, რომ დამოკიდებული ვიყოთ რუსეთზე. რაც შეეხება ვაჭრობას - 3-ჯერ მეტს დღეს რუსეთი ყიდის საქართველოში, ვიდრე საქართველო ყიდის რუსეთში. მინდა, რომ პირიქით იყოს ეს ბალანსი. ანუ, ჩვენ მეტად ვსარგებლობდეთ ამ სავაჭრო ურთიერთობით, ვიდრე რუსეთი, მაგრამ ჩვენი პრიორიტეტი არის ევროკავშირისკენ სხვლა, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა, ამერიკული და ევროპული ინვესტიციები და ერთიან საქართველოში ცხოვრება. ჩვენ არასდროს მოვუწოდებთ ხალხს ზიზღისკენ და დაპირისპირებისკენ“, - განაცხადა ვაშაძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →