—

ირაკლი კობახიძე - „ლელოს“ და ელისაშვილის გაერთიანება სერიოზული არ არის - რეალურად, არანაირი კონფიგურაციის პირობებში არ აქვთ ბარიერის გადალახვის შანსი

47
ირაკლი კობახიძე - „ლელოს“ და ელისაშვილის გაერთიანება სერიოზული არ არის - რეალურად, არანაირი კონფიგურაციის პირობებში არ აქვთ ბარიერის გადალახვის შანსი
მოსასმენად დააჭირეთ

„ლელოს” და ელისაშვილის გაერთიანება სერიოზული არ არის. რეალურად, არანაირი კონფიგურაციის პირობებში არ აქვთ ბარიერის გადალახვის არანაირი შანსი, - ასე აფასებს პრემიერი, ირაკლი კობახიძე იმ ფაქტს, რომ

„ლელოს” და ელისაშვილის გაერთიანება სერიოზული არ არის. რეალურად, არანაირი კონფიგურაციის პირობებში არ აქვთ ბარიერის გადალახვის არანაირი შანსი, - ასე აფასებს პრემიერი, ირაკლი კობახიძე იმ ფაქტს, რომ

„ლელოს“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანებას „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი შეუერთდა.

მისივე თქმით, ნებისმიერი ადამიანისთვის მორალურადაც მიუღებელი იქნებოდა გაერთიანება ისეთ ადამიანთან, ვისაც უშვერი სიტყვებით ლანძღავდი.

“ეს ადამიანები, პოლიტიკოსები არ არიან დამოუკიდებლები საკუთარ გადაწყვეტილებებში. არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ერთმანეთს ლანძღავდნენ უშვერი სიტყვებით, იყენებდნენ შეფასებებს, რომელიც არაეთიკური იყო, დღეს ეს პოლიტიკოსები ერთად არიან. ხაზარაძე-გახარია, ხაზარაძე-ელისაშვილი, ზურაბიშვილი-გვარამია და ა.შ. ეს ადამიანები დღეს არიან ერთად, მაშინ, როდესაც ერთმანეთს უკიდურესი სიტყვებით აფასებდნენ წარსულში. ნებისმიერი ადამიანისთვის მორალურადაც მიუღებელი იქნებოდა გაერთიანება ისეთ ადამიანთან, ვისაც უშვერი სიტყვებით ლანძღავდი. რაც შეეხება “ლელოს” და ელისაშვილის გაერთიანებას, ეს სერიოზული არ არის. რეალურად, არანაირი კონფიგურაციის პირობებში არ აქვთ ბარიერის გადალახვის არანაირი შანსი”,- აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, „ლელოს“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანებას „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი შეუერთდა.

„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში ელისაშვილთან გადაღებული ფოტო განათავსა, წარწერით „ძლიერი საქართველოსთვის“.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სავარაუდოდ, „ძლიერი საქართველოსთვის“ იქნება გაერთიანების სახელწოდებაც.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →