—

გამოკითხულთა 69% ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოს მთავარი მტერია | CRRC-საქართველო

44
გამოკითხულთა 69% ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოს მთავარი მტერია | CRRC-საქართველო
მოსასმენად დააჭირეთ

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველომ) გამოაქვეყნა კვლევა "კავკასიის ბარომერტი" 2024, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეების 69% ქვეყნის მთავარ მტრად რუსეთს მიიჩნევს. ეს მონაცემი ყოველწლიურად…

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველომ) გამოაქვეყნა კვლევა "კავკასიის ბარომერტი" 2024, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეების 69% ქვეყნის მთავარ მტრად რუსეთს მიიჩნევს. ეს მონაცემი ყოველწლიურად იზრდება:

კვლევისას გამოკითხულთა მხოლოდ 4%-მა დაასახელა შეერთებული შტატები საქართველოს მთავარ მტრად, გამოკითხულთა 2%-მა - თურქეთი, 1%-მა სომხეთი.

რაც შეეხება ქვეყნის მთავარ მეგობარს,კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 24% ამბობს, რომ საქართველოს მთავარი მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატებია, 8%-ის აზრით აზერბაიჯანი, 7% პასუხობს, რომ უკრაინა, 4-4% თურქეთსა და გერმანიას. 

2% ამბობს, რომ საქართველოს მთავარი მეგობარი რუსეთია, იგივე პროცენტული მაჩვენებლები აქვთ სომხეთსა და საფრანგეთს. გამოკითხულთა 1-1% ამბობს, რომ საქართველოს მთავარი მეგობარი ჩინეთი და ისრაელია.

გამოკითხულთა 26% ამბობს, რომ საქართველოს მეგობარი არც ერთი ქვეყანა არაა.

2024 წლის "კავკასიის ბარომეტრი" საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის მე-12 ტალღას წარმოადგენს. კვლევის ფარგლებში 1,509 რესპონდენტი გამოიკითხა. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე. მაქსიმალური ცდომილების ზღვარი 3%-მდე მერყეობს. შედეგები მთელი ქვეყნის, ასევე დედაქალაქის, სხვა ქალაქებისა და სოფლის ტიპის დასახლებების წარმომადგენლობითია და არ მოიცავს ოკუპირებული ტერიტორიებს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →