—

დაღუპული ბაიკერის საქმეზე დაკავებულ პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

44
დაღუპული ბაიკერის საქმეზე დაკავებულ პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
მოსასმენად დააჭირეთ

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, გურამ შავარდენიძე, რომელიც 19 წლის ბაიკერის გარდაცვალების საქმეზე დააკავეს, ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვეს. მოსამართლემ აღკვეთზე გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ადვოკატი…

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, გურამ შავარდენიძე, რომელიც 19 წლის ბაიკერის გარდაცვალების საქმეზე დააკავეს, ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვეს. მოსამართლემ აღკვეთზე გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ადვოკატი დაკავებულისთვის 5 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. 

დაკავებულს ბრალი 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც საგზაო წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ,  შემთხვევა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე 19 ივლისს მოხდა. სამართალდამცველები მოტოციკლით მოძრავ მამაკაცს მისდევდნენ, რა დროსაც პატრული ერთ-ერთმა ეკიპაჟმა სავარაუდოდ გზის სავალი ნაწილი გადაკეტა. ამას კი ავტოავარია  და ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა.

წინასასამართლო სხდომა 12 სექტემბრისთვის ჩაინიშნა. 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →