—

ილია დარჩიაშვილი - ვინმეს თუ ახარებს საქართველოს ევროინტეგრაციასთან მიმართებით რაიმე ტიპის ნეგატივი, ეს მისი პრობლემაა

29
ილია დარჩიაშვილი - ვინმეს თუ ახარებს საქართველოს ევროინტეგრაციასთან მიმართებით რაიმე ტიპის ნეგატივი, ეს მისი პრობლემაა
მოსასმენად დააჭირეთ

ვინმეს თუ სურს და ვინმეს თუ ახარებს საქართველოს ევროინტეგრაციასთან მიმართებით რაიმე ტიპის ნეგატივი, ეს მისი პრობლემაა, ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა…

ვინმეს თუ სურს და ვინმეს თუ ახარებს საქართველოს ევროინტეგრაციასთან მიმართებით რაიმე ტიპის ნეგატივი, ეს მისი პრობლემაა, ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა უნგრეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტებმა დარჩიაშვილს კითხვა დაუსვეს, ისაუბრა თუ არა უნგრელ კოლეგასთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, „იმ ფონზე, როდესაც ბრიუსელში ამბობენ, რომ პოლიტიკური დიალოგი უნდა შეჩერდეს“, რაზეც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა: „პოლიტიკური დიალოგის შეჩერება რას ნიშნავს, არ ვიცი“.

როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველო აქტიურად მუშაობს ბევრი მიმართულებით.

„ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას, რათა საბოლოო მიზანი მიღწეულ იქნეს. პოლიტიკური დიალოგი გაგრძელდება. პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ფორმატში საკმაოდ წარმატებულად მონაწილეობდა. მას ჰქონდა ინტეგრაცია სხვადასხვა ლიდერთან, ის იყო მონაწილე ერთ-ერთი მრგვალი მაგიდის და სწორედ ასე ვხედავთ ჩვენ პოლიტიკურ დიალოგს, ჩვენს ურთიერთობებს. შესაბამისად, ვინმეს თუ სურს და ვინმეს თუ ახარებს საქართველოსთან მიმართებით რაიმე ტიპის ნეგატივი, როდესაც საკითხი ეხება ევროინტეგრაციას, ეს მათი პრობლემაა. ჩვენ ვაგრძელებთ და ვმუშაობთ ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

1tv

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →