—

ილია დარჩიაშვილი: ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ხაზია

23
ილია დარჩიაშვილი: ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ხაზია
მოსასმენად დააჭირეთ

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს აქვს ცალსახა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და ერთ-ერთი მთავარი არის ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაცია. ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა ვაშინგტონში, ნატო-ს საიუბილეო სამიტის…

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს აქვს ცალსახა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და ერთ-ერთი მთავარი არის ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაცია. ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა ვაშინგტონში, ნატო-ს საიუბილეო სამიტის ფარგლებში გამართული ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო თანმიმდევრულად, პარტნიორებთან ერთად მუშაობს ამ მიმართულებით.

„საქართველო ნატო-ს ასპირანტი ქვეყანაა. ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ხაზია. ამ ღონისძიებების ფარგლებშიც მქონდა კოლეგებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა. ეს არის ძალიან ინტერაქციული შეხვედრა, სადაც მინისტრებს აქვთ შესაძლებლობა, გაცვალონ მოსაზრებები სხვადასხვა თემატიკასთან დაკავშირებით. საქართველოს ყოველთვის აქვს მზაობა, მსგავსი ტიპის დისკუსიებში მიიღოს მონაწილეობა. დარწმუნებული ვარ, ეს პლატფორმა, რომელიც საგარეო მინისტრებისთვის მთავარი სადისკუსიო პლატფორმაა, მოგვცემს დამატებით შესაძლებლობას, პარტნიორებს კიდევ ერთხელ დავუდასტუროთ ჩვენი ცალსახა პოზიცია საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან და იმ აქტივობებთან დაკავშირებით, რომლებსაც ვახორციელებთ, რათა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები რეალობად ვაქციოთ“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ნატო-ს საიუბილეო 75-ე სამიტისადმი მიძღვნილ მიღებაში, რომელიც ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტის სახელით გაიმართა.

İmedi

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →