—

ნატო-ს სამიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ბელგიელ კოლეგასთან, აჯა ლაბიბთან

31
ნატო-ს სამიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ბელგიელ კოლეგასთან, აჯა ლაბიბთან
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა, საგარეო ვაჭრობის და ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრს, აჯა ლაბიბს შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა ნატო-ს საიუბილეო სამიტის და მისი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების მნიშვნელობა, საუბარი შეეხო უსაფრთხოების გამოწვევებს და მათთან გამკლავების გზებს.

ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და ალიანსში ქვეყნის ინტეგრაციის ძირითად ასპექტებზე. ხაზი გაესვა საიუბილეო სამიტში პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო არის ალიანსის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორი რეგიონში და მისი მონაწილეობა ვაშინგტონის სამიტზე ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

ხაზი გაესვა ასევე საქართველოს მიერ გაწეულ კონტრიბუციას ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.

ბელგიასთან, როგორც ევროკავშირის ყოფილ თავმჯდომარე ქვეყანასთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე. აღინიშნა 2023 წელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რამაც საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადაიყვანა.

ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმდინარე პროცესებზე, გამოწვევებზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზაობა შემდგომი თანამშრომლობისთვის.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →