—

სასამართლომ აქციაზე დაკავებული არასრულწლოვანი უდანაშაულოდ ცნო

63
სასამართლომ  აქციაზე დაკავებული არასრულწლოვანი უდანაშაულოდ ცნო
მოსასმენად დააჭირეთ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ "უცხოური გავლენის შესახებ კანონი"-ის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე, 14 მაისს დაკავებული არასრულწლოვანი, გიორგი მელიქიშვილი უდანაშაულოდ ცნო. ინფორმაციას "რადიო…

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ "უცხოური გავლენის შესახებ კანონი"-ის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე, 14 მაისს დაკავებული არასრულწლოვანი, გიორგი მელიქიშვილი უდანაშაულოდ ცნო. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, არასრულწლოვანს ორ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებოდნენ- წვრილმან ხულიგნობა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, წვრილმან ხულიგნობას ადგილი არ ჰქონია, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის გამო კი მას მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მისცეს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნულ საქმეზე ორი მოწმე: პოლიციელი და ერთი თვითმხილველი ჟურნალისტი, რატი მუჯირი გამოიკითხა. "რადიო თავისუფლების" ცნობით, მელიქიშვილის დაცვის მხარეს კიდევ 30-მდე მოწმე ჰყავდა, თუმცა მოსამართლემ მათი გამოკითხვა საჭიროდ არ მიიჩნია. საქმეში არის ფოტო და ვიდეომტკიცებულებებიც, რომელიც ადასტურებს რომ არასრულწლოვანი პარლამენტის შენობის შემაღლებულ ფასადზე ფოტოების გადასაღებად იყო ასული, როცა პოლიციამ მოქალაქეების დაკავება დაიწყო.

მელიქიშვილმა პოლიციელების მხრიდან დამცირებისა და არაადამიანურ მოპყრობის გამო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სარჩელი შეიტანა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →