—

ჰიბრიდების იმპორტი იზრდება - რა ღირს ავტომობილები

36
ჰიბრიდების იმპორტი იზრდება - რა ღირს ავტომობილები
მოსასმენად დააჭირეთ

ჰიბრიდი ავტომობილების იმპორტი იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-მაისში საქართველოში 12 087 ჰიბრიდი (181.342 მლნ აშშ დოლარი) შემოვიდა რაც გასული წლების იგივე პერიოდის მაჩვენებელს 14%-ით…

ჰიბრიდი ავტომობილების იმპორტი იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-მაისში საქართველოში 12 087 ჰიბრიდი (181.342 მლნ აშშ დოლარი) შემოვიდა რაც გასული წლების იგივე პერიოდის მაჩვენებელს 14%-ით აჭარბებს.

უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის მიხედვით, წინა წლის 5 თვეში 10 614 ერთეულის (146.057 მლნ აშშ დოლარი) იმპორტი განხორციელდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში - 9 993 ერთეულის (82.660 მლნ აშშ დოლარი), 2021 წლის იანვარ-მაისში - 9 241 ერთეულის (59.935 მლნ აშშ დოლარი), 2020 წლის 5 თვეში - 7 354 (51.131 მლნ აშშ დოლარი).

ამავე მონაცემების მიხედვით, წელს მხოლოდ მაისში 2 863 ერთეული (39.941 მლნ აშშ დოლარი) ჰიბრიდი შემოვიდა.

რაც შეეხება ფასს, მარკისა და მოდელის მიხედვით, საშუალოდ, 13 აშშ დოლარიდან, 39 ათას აშშ დოლარამდე მერყეობს.

შენიშვნა: ფასი გამოყვანილია საშუალო მაჩვენებლით, შესაბამისად, ზოგიერთი მოდელი, შესაძლოა, უფრო ნაკლები, ან ძვირი ღირდეს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →