—

ირაკლი კობახიძე: თითოეული ცენტი და თითოეული თეთრი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა დასავლეთისგან იღებს, არის ღირებული

61
ირაკლი კობახიძე: თითოეული ცენტი და თითოეული თეთრი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა დასავლეთისგან იღებს, არის ღირებული
მოსასმენად დააჭირეთ

თითოეული ცენტი და თითოეული თეთრი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იღებს, არის ღირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დეპუტატ ფრიდონ ინჯიას კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც…

თითოეული ცენტი და თითოეული თეთრი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იღებს, არის ღირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დეპუტატ ფრიდონ ინჯიას კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დასავლეთის დახმარებას შეეხებოდა.

პრემიერის თქმით, არასწორია, როდესაც ამ თემით კონკრეტული ძალები სპეკულირებენ ხოლმე.

„თითოეული ცენტი და თითოეული თეთრი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იღებს, არის ღირებული. უბრალოდ არასწორია ხოლმე, როდესაც ამ თემით სპეკულირებენ კონკრეტული ძალები და ასეთი არა ერთი სპეკულაცია მოგვისმენია. არ მინდა ამაზე მეტი კომენტარი გავაკეთო. რაც შეეხება ჩვენს წვლილს და მის მათ შორის ფინანსურ გამოხატულებას, ეს წვლილი არის საკმაოდ დიდი. ელემენტარულად რომ გავიხსენოთ ავღანეთის მისიაში ჩვენი მონაწილეობა, მარტო ფინანსური კუთხით, მას ჰქონდა ძალიან დიდი დატვირთვა ჩვენი პარტნიორებისთვის, აღარაფერს ვამბობ იმ ადამიანურ მსხვერპლზე, რომელიც გაიღო ჩვენმა ქვეყანამ, თუმცა ამ თემებშიც არ მინდა ძალიან ღრმად შევიდე. არასწორია, როდესაც კონკრეტული მხარე სპეკულირებს ამ თემით, ჩვენი ხელწერა არ არის ასეთ სპეკულაციებში შესვლა“, - განაცხადა პრემიერმა

imedi

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →