—

ირაკლი კობახიძე - ჩვენი პოლიტიკის მნიშვნელოვანი ამოცანაა იმ კვალიფიკაციისა და ცოდნის ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენება, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს, მათ შორის, ახალგაზრდებს აქვთ

36
ირაკლი კობახიძე - ჩვენი პოლიტიკის მნიშვნელოვანი ამოცანაა იმ კვალიფიკაციისა და ცოდნის ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენება, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს, მათ შორის, ახალგაზრდებს აქვთ
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენი ხედვისა და პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა სწორედ იმ კვალიფიკაციის, ცოდნისა და გამოცდილების ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენება, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, მათ შორის, ახალგაზრდებს…

ჩვენი ხედვისა და პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა სწორედ იმ კვალიფიკაციის, ცოდნისა და გამოცდილების ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენება, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, მათ შორის, ახალგაზრდებს აქვთ დაგროვილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არაერთი პროგრამა ხორციელდება იმისთვის, რომ ეს ფასდაუდებელი ადამიანური რესურსი, კავშირები და ცოდნა ჩვენი საერთო სამშობლოს შემდგომ წინსვლასა და განვითარებას მოხმარდეს.

„საქართველო არის დუბლინის დეკლარაციის ხელმომწერი ქვეყანა და უერთდება გაერო-სა და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას, შეიმუშაონ ერთიანი მიდგომა და ხედვა გლობალური დიასპორული პოლიტიკის გასატარებლად, საერთაშორისო თანამშრომლობით შექმნან დიასპორის გაძლიერებისა და ჩართულობის ახალი მექანიზმები, უზრუნველყონ საერთაშორისო სტანდარტის ხელშემწყობი პირობები და, ამავდროულად, დიასპორის სოციალური რესურსი ქვეყნის განვითარებისკენ მიმართონ. ჩვენი ხედვისა და პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა სწორედ იმ კვალიფიკაციის, ცოდნისა და გამოცდილების ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენება, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებს, მათ შორის, ახალგაზრდებს აქვთ დაგროვილი. არაერთი პროგრამა ხორციელდება იმისათვის, რომ ეს ფასდაუდებელი ადამიანური რესურსი, კავშირები და ცოდნა ჩვენი საერთო სამშობლოს შემდგომ წინსვლასა და განვითარებას მოხმარდეს.

საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს მომავალ სესიაზე წარუდგენს „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების პაკეტს. ჩვენი ამოცანაა, თანამედროვე ცვალებად გარემოში, უპრეცედენტო გამოწვევებისა და ასევე, შესაძლებლობების გათვალისწინებით, ყველა პირობა შევქმნათ, რათა ჩვენმა დიასპორამ ქვეყნის განვითარების პროცესში შეუფერხებელი მონაწილეობა მიიღოს. კანონპროექტი, რომელიც მიგრაციის პოლიტიკის საერთაშორისო ცენტრსა და დიასპორის საკითხების კვლევის მიმართულებით მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან აკადემიურ ინსტიტუტთან – მაასტრიხტის უნივერსიტეტის კვლევით გუნდთან თანამშრომლობით მზადდება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ითვალისწინებს. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კვალდაკვალ, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებზე ჩვენი ზრუნვაც განუხრელად გაძლიერდება. მინდა, დიასპორის თითოეულ წარმომადგენელს ვუსურვო მშვიდობა, ბედნიერება, წარმატებები და, რაც მთავარია, ჩემს ქვეყანას, მინდა, ვუსურვო, ქართული დიასპორის თითოეული წარმომადგენელი საბოლოოდ საკუთარ სამშობლოს დაბრუნებოდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

1tv

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →