—

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული მიღწევები ვნახეთ - მინდა მოგილოცოთ ქართველ ხალხს

54
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული მიღწევები ვნახეთ - მინდა მოგილოცოთ ქართველ ხალხს
მოსასმენად დააჭირეთ

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მიღწეული წარმატება მიულოცა.

როგორც ჯეიჰუნ ბაირამოვმა თავის ქართველ კოლეგა, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ისტორიული მიღწევა იყო.

„პირადად ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის საქართველოში ყოფნა ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვან დროს ემთხვევა და ეს დამატებით უფრო მიმზიდველს ხდის ჩვენს ვიზიტს ამ დღეების განმავლობაში. ჩვენ საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული მიღწევები ვნახეთ. ისტორიული გამარჯვება ის იყო, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად თამაშობს, დღეს კი ჩვენ არაჩვეულებრივი შედეგი ვნახეთ, როდესაც საქართველოს ნაკრები შემდეგ ეტაპზე გადავიდა. ძალიან სასიამოვნო თამაში ვნახეთ. დღეს, როდესაც თბილისში ჩამოვედი, აეროპორტიდან დაწყებული ქალაქში მოსვლამდე, ყველგან ეს ატმოსფერო იგრძნობოდა. მინდა მოგილოცოთ თქვენ და მთლიანად ქართველ ხალხს“,-განაცხადა ბაირამოვმა.

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, მეორე ტაიმში, პენალტით გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. 30 ივნისს, მერვედფინალში საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →