—

თბილისში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დღე აღნიშნეს

79
თბილისში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დღე აღნიშნეს
მოსასმენად დააჭირეთ

26 ივნისს თბილისში საზეიმოდ აღინიშნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დღე.

InterPress.ge-ს ინფორმაციით, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერით და საელჩოს სამხედრო ატაშეს ორგანიზებით, 26 ივნისს - შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით თბილისში ოფიციალური მიღებითი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანისა და საქართველოს სახელმწიფო და სამთავრობო წარმომადგენლებმა, პარლამენტის წევრებმა, თურქეთის, ყაზახეთის და თურქმენეთის ელჩებმა, საქართველოში აკრედიტებული უცხოური საელჩოების სამხედრო ატაშეებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და დეტალურად ისაუბრა1918 წელს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების - ეროვნული არმიის შექმნის ისტორიასა და აუცილებლობის შესახებ.

ასევე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, პაატა პატრიაშვილმა და აზერბაიჯანელ ხალხს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა. პ.პატრიაშვილის თქმით, აზერბაიჯანის არმია ყოველწლიურად უფრო მოდერნიზებულია და ძლიერდება, აღნიშნა, რომ ძლიერ აზერბაიჯანთან თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. 

სიტყვით გამოვიდა საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს სამხედრო ატაშეს პოლკოვნიკი ფუად იბრაჰიმოვი და განაცხადა, რომ გასული წლების განმავლობაში აზერბაიჯანმა დაამტკიცა თავი, როგორც სანდო საერთაშორისო პარტნიორი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში აზერბაიჯანის არმია მორგებულია ალიანსის სტანდარტებზე და ჩვენი სამხედროები მონაწილეობდნენ ნატოს ფარგლებში შესაბამის წვრთნებებზე, მათ შორის სამშვიდობო ძალების სახით კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →