—

პრემიერი - სასწაული გვაჩუქეს ბიჭებმა, ყველას ეკუთვნის მადლობაზე მეტი, საოცრებაა - ესპანეთთანაც მოგებისთვის უნდა გავიდეთ

75
პრემიერი - სასწაული გვაჩუქეს ბიჭებმა, ყველას ეკუთვნის მადლობაზე მეტი, საოცრებაა - ესპანეთთანაც მოგებისთვის უნდა გავიდეთ
მოსასმენად დააჭირეთ

წარმოუდგენელი ემოციებია, მართლა სასწაული გვაჩუქეს ბიჭებმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიაში პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, დღევანდელმა თამაშმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართველებს ფეხბურთის ნიჭი აქვთ.

„არც კი ვიცი რა კომენტარი გავაკეთო. ბიჭებთან ვიყავით, მივულოცეთ. წარმოუდგენელი ემოციებია. მართლა სასწაული გვაჩუქეს ბიჭებმა. ყველას ეკუთვნის მადლობაზე მეტი. საოცრებაა. იბრძოლეს ბოლომდე და გარდა ბრძოლისა, ქართველებს ფეხბურთის ნიჭი რომ გვაქვს, ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. მადლობა მათ. პირველი ევროპის ჩემპიონატია და როცა პირველივე ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გადიხარ, ეს არის მართლა საოცრება. მადლობა ბიჭებს, მადლობა ყველას.

პორტუგალიის დამარცხებას განსაკუთრებული ფასი აქვს. პორტუგალიამ ბოლომდე იომა მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო ცხრილი აძლევდა მოდუნების საშუალებას. ბოლომდე იბრძოლეს და ასეთი გუნდი რომ დავამარცხეთ, ეს კიდევ უფრო დასაფასებელია და ესპანეთთანაც მოგებისთვის უნდა გავიდეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, მეორე ტაიმში, პენალტით გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

30 ივნისს, მერვედფინალში საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება.

როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →