—

\"შევამცირებთ პოლიტიკურ კონტაქტებს საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე, გავყინავთ მხარდაჭერას მთავრობისათვის\"

37
\"შევამცირებთ პოლიტიკურ კონტაქტებს საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე, გავყინავთ მხარდაჭერას მთავრობისათვის\"
მოსასმენად დააჭირეთ

"შევამცირებთ პოლიტიკურ კონტაქტებს საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე, გავყინავთ მხარდაჭერას მთავრობისათვის", - ამის სესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შემდეგ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი…

"შევამცირებთ პოლიტიკურ კონტაქტებს საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე, გავყინავთ მხარდაჭერას მთავრობისათვის", - ამის სესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შემდეგ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საუბრობს. 

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყანაში რუსული კანონის მიღებაა, რაც საქართველოს ევროკავშირთან, დაახლოების ნაცვლად, აშორებს. ბორელი ამბობს, რომ ეს ზომები დაუყოვნებლივ განხორციელდება. 

"დინამიკა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის სურვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს. მინისტრების უმრავლესობაც ნათლად აცხადებდა, რომ საქართველო ევროკავშირს შორდება და თუ ქვეყნის ხელისუფლებამ არ შეიცვალა მოძრაობის მიმართულება, ქვეყანა ევროპულ გზას ვერ დაუბრუნდება. ნათლად და კონკრეტულად ვაცხადებ - კურსს თუ არ შეცვლის, საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე პროგრესს ვერ მიაღწევს. 

პარალელურად, ჩვენ გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მისამართით მხარდაჭერას, რათა დეზინფორმაციას ებრძოლოს და საარჩევნო პროცესს მხარი დაუჭიროს. მე დავარიგე სპეციალური დოკუმენტი და სიტუაციის მონიტორინგს გავაგრძელებთ. 

განვახორციელებთ ყველა საჭირო ზომას - შევამცირებთ პოლიტიკურ კონტაქტებს საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე გავყინავთ მხარდაჭერას მთავრობისათვის და გადავხედავთ ევროპული საკრედიტო დაფინანსების ხაზებსაც. ეს დაუყოვნებლივ მოხდება დაუყოვნებლივ. სიტუაციას დავაკვირდებით და გაუარესების შემთხვევაში დამატებით ზომებს მივიღებთ", - განაცხადა ბორელმა. 

Mtavari Arxi 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →