—

ირაკლი ფავლენიშვილი - სამწუხაროა, რომ ივანიშვილის და მისი ბანდის ქმედებების გამო, განიხილება ისეთი ზომები, როგორიც არის ვიზალიბერალიზაციის, ფინანსური დახმარების გადახედვა

34
ირაკლი ფავლენიშვილი - სამწუხაროა, რომ ივანიშვილის და მისი ბანდის ქმედებების გამო, განიხილება ისეთი ზომები, როგორიც არის ვიზალიბერალიზაციის, ფინანსური დახმარების გადახედვა
მოსასმენად დააჭირეთ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილება ის ზომები, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ივანიშვილს და…

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილება ის ზომები, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ივანიშვილს და მის გარემოცვას, არამედ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და მოქალაქეების კეთილდღეობას.

როგორც მან აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, ოქტომბრის არჩევნებისთვის კონსოლიდაცია და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გასტუმრება.

„სამწუხაროდ, ამ უმაღლეს პოლიტიკურ შეხვედრაზეც განიხილება ის ზომები, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ივანიშვილს და მის ბანდას, არამედ საფრთხეს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას. სამწუხაროა, რომ ივანიშვილის და მისი ბანდის ქმედებების გამო, განიხილება ისეთი ზომები, როგორიც არის ვიზალიბერალიზაციის, ფინანსური დახმარების გადახედვა. სამწუხაროდ, ყველაფერი ეს საბოლოოდ უნდა აისახოს საქართველოს თითოეული მოქალაქის ბედზე. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, მოვახდინოთ კონსოლიდირება ოქტომბრის არჩევნებისთვის და გავისტუმროთ ის ბანდა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს საფრთხეს უქმნის“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →