—

ირაკლი კობახიძე - ყველას მოვუწოდებთ, ყველაფერი მოიმოქმედონ, რათა სიმშვიდე იყოს, ნუ ეცდებიან ხელოვნურად პოლარიზაციის და რადიკალიზაციის გაღრმავებას, ეს არის მათი პასუხისმგებლობაც

26
ირაკლი კობახიძე - ყველას მოვუწოდებთ, ყველაფერი მოიმოქმედონ, რათა სიმშვიდე იყოს, ნუ ეცდებიან ხელოვნურად პოლარიზაციის და რადიკალიზაციის გაღრმავებას, ეს არის მათი პასუხისმგებლობაც
მოსასმენად დააჭირეთ

არა მხოლოდ გრძელდება ე.წ. ბულინგის კამპანია, არამედ, სამწუხაროდ, ამ კამპანიას აქვს პირდაპირი კოორდინაცია და მხარდაჭერა კონკრეტული მედიასაშუალებების და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რაც არის ძალიან შემაშფოთებელი…

არა მხოლოდ გრძელდება ე.წ. ბულინგის კამპანია, არამედ, სამწუხაროდ, ამ კამპანიას აქვს პირდაპირი კოორდინაცია და მხარდაჭერა კონკრეტული მედიასაშუალებების და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რაც არის ძალიან შემაშფოთებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბერლინში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, სამწუხაროდ, არიან ძალები, რომლებსაც არ უნდათ სიმშვიდე საქართველოში.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დამშვიდდეს ვითარება. ეს არის ჩვენს ინტერესებში, ჩვენი ქვეყნის, ხალხის ინტერესებში, ამისთვის ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, ამიტომ, ყველას მოვუწოდებთ, ყველაფერი თავადაც მოიმოქმედონ, რათა რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, ნუ ეცდებიან ხელოვნურად პოლარიზაციის, რადიკალიზაციის გაღრმავებას, ეს არის მათი პასუხისმგებლობაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

1tv 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →