—

ირაკლი ქარსელაძე - უეფა-ს კატეგორიის სტადიონი უკვე მარნეულშიც გავხსენით

57
ირაკლი ქარსელაძე - უეფა-ს კატეგორიის სტადიონი უკვე მარნეულშიც გავხსენით
მოსასმენად დააჭირეთ

ერთობლივი ძალისხმევით ვაშენებთ იმ სტანდარტის სტადიონებს, რომლებზეც ახალი ჩემპიონები და კიდევ უფრო მეტი მოყვარული თუ პროფესიონალი სპორტსმენები გაიზრდებიან, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის…

ერთობლივი ძალისხმევით ვაშენებთ იმ სტანდარტის სტადიონებს, რომლებზეც ახალი ჩემპიონები და კიდევ უფრო მეტი მოყვარული თუ პროფესიონალი სპორტსმენები გაიზრდებიან, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ქალაქ მარნეულში ახალი საფეხბურთო სტადიონის გახსნისას განაცხადა.

მინისტრმა ახალი, უეფა-ს კატეგორიის სტადიონის გახსნა ადგილობრივებს, ახალგაზრდა სპორტსმენებს და სპორტის მოყვარულებს მიულოცა. მან, ასევე, მადლობა გადაუხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის გუნდს, ფეხბურთის ფედერაციას, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, კონტრაქტორ და საზედამხედველო ორგანიზაციებს.

„2023 წელს ღირსეულად ვუმასპინძლეთ უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს. 11 სტადიონის მშენებლობა და რეაბილიტაცია განხორციელდა სწორედ დაგროვილი გამოცდილების შედეგად. უეფას კატეგორიის სტადიონი უკვე მარნეულშიც გავხსენით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სპორტის მიმართულებით სამინისტროს პროექტები, რომლებიც ხორციელდება ზუგდიდში, ახალციხეში, წნორში, ბოლნისში, არხილოსკალოში და მრავალ სხვა მდებარეობაში. ჩვენ ვავითარებთ სპორტულ ინფრასტრუქტურას. ქუთაისს უკვე აქვს ოლიმპიური საცურაო აუზი და რუსთავს ასევე აქვს მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი და, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით კვლავ ვაგრძელებთ მუშაობას და განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

1tv

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →