—

ვახტანგ გომელაური - უხერხულობა რომ არ შექმნილიყო პოლიციელებთანაც, გადავწყვიტეთ, პრეზიდენტი პოლიციის დღეზე არ დაგვეპატიჟებინა

55
ვახტანგ გომელაური - უხერხულობა რომ არ შექმნილიყო პოლიციელებთანაც, გადავწყვიტეთ, პრეზიდენტი პოლიციის დღეზე არ დაგვეპატიჟებინა
მოსასმენად დააჭირეთ

უხერხულობა რომ არ შექმნილიყო პოლიციელებთანაც, გადავწყვიტეთ, პრეზიდენტი არ დაგვეპატიჟებინა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

უხერხულობა რომ არ შექმნილიყო პოლიციელებთანაც, გადავწყვიტეთ, პრეზიდენტი არ დაგვეპატიჟებინა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

გომელაურს მედიის წარმომადგენლებმა კითხვა დაუსვეს, რატომ არ იყო მიწვეული პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტი.

„იცით ჩვენი მიდგომა იმასთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილებებიც მიიღო ქალბატონმა პრეზიდენტმა. უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაგდეთ და ისევ პრეზიდენტს გავუფრთხილდით. კონსტიტუციური ვალდებულება არ მაქვს, რომ დავპატიჟო პრეზიდენტი. ვერ წარმომიდგენია, რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტმა შეიწყალოს პოლიციელის მკვლელი და მეორე კიდევ მკვლელობის მცდელობაზე იყო ხომ? ადამიანს ცოცხლად სწვავდა. აქედან გამომდინარე, უხერხულობა რომ არ შექმნილიყო პოლიციელებთანაც, გადავწყვიტეთ, პრეზიდენტი არ დაგვეპატიჟებინა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

რაც შეეხება კითხვას, ღონისძიებაზე რატომ არ იმყოფებოდნენ ელჩები, გომელაურმა აღნიშნა, რომ ყველა მიწვეული იყო.

„ყველა ელჩი მოწვეული იყო, ზოგს არ ეცალა, როგორც დარეკეს, ზოგი გაციებული იყო. როგორც ვიცი, მოადგილეები და მათი წარმომადგენლები ბრძანდებოდნენ“, – განაცხადა გომელაურმა.

1tv

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →