—

უცხოელი ტურისტებისთვის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება

365
უცხოელი ტურისტებისთვის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოში ტურისტებისთვის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება. როგორც Business Insider Georgia-ს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განუცხადეს, „ტურიზმის…

საქართველოში ტურისტებისთვის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება. როგორც Business Insider Georgia-ს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განუცხადეს, „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით გათვალისწინებული საქართველოში შემომსვლელი ტურისტებისთვის სავალდებულო სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ქონის ვალდებულება გადავადდება 2026 წლის 1 იანვრამდე.

აღსანიშნავია, რომ უცხოელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება 2024 წლის 1-ელი ივნისიდან იგეგმებოდა. აღნიშნული თარიღი იყო პირობითი და ოფიციალურად დადასტურებული არ ყოფილა. 

„ტურიზმის შესახებ“ კანონის მე-12-ში წერია, რომ „საქართველოში შემომსვლელ ტურისტს უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა“ და აღნიშნული კანონის შესაბამისადვე, საქართველოს მთავრობას 2024 წლის 1-ელ ივნისამდე უნდა მიეღო „საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების, ასევე, საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის წესისა და პირობების განსაზღვრის მიზნით, შექმნილია უწყებათაშორისი კომისია (ჯანდაცვის, ეკონომიკის, საგარეოს საქმეთა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ასევე დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური შემადგენლობით).

აღსანიშნავია, რომ სამოგზაურო დაზღვევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს და ფარავს ისეთ ხარჯებს, რომლებიც მოგზაურობისას ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესებით, მედიკამენტების საჭიროებით, გადაუდებელი ტრავმატოლოგიური თუ ქირურგიული ჩარევით არის გამოწვეული.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →