—

"ეს იყო ირონიული განცხადება" | კობახიძე "ხარებას" მუქარაზე

54
"ეს იყო ირონიული განცხადება" | კობახიძე "ხარებას" მუქარაზე
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პრემირმინისტრი, ირაკლი კობახიძე გდდ-ის დირექტორ ხარაზიშვილის ნათქვამს, რომ სია აქვთ იმ მოქალაქეების, რომლებსაც ფიზიკურად უნდა გაუსწორდნენ, ირონიას უწოდებს.

მისი მტკიცებით, ეს არაფრის აღიარება არ ყოფილა და ამ "ირონიას" იმსახურებდა ის ადამიანი, რომელსაც "ხარება" მიმართავდა.

"მე არამგონია, რომ ეს იყო რაიმეს აღიარება. ეს იყო ირონიული განცხადება და ამ ირონიას იმსახურებდა ის ადამიან, რომელსაც მიმართავდა ხარაზიშვილი და რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება აღქმული, როგორც რაიმე ტიპის აღიარება. არ ვიცი, ამაზე მე კომენტარს ვერ გაკეთებ. ფაქტია, რომ ეს იყო ირონიული განცხადება, რომელიც იყო მიმართული  ისეთი ადამიანისკენ, რომელიც ირონიას იმსახურებს. 

რაც შეეხება ინციდენტებს, კიდევ ერთხელ  შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ იყო არც მისაღები არც მოსაწონი და იყო შემაშფოთებელი  და შესაბამისად ვერანაირად ვერ მოვიწონებ ასეთი ტიპის ინციდენტებს, რომლებიც იყო მაგრამ იმასაც შეგახსენებთ, რომ მთლიანობაში მთელი  ამ აქციების განმავლობაში შსს მოქმედებდა ევროპულზე და ამერიკულ ზე მაღალი სტანდარტით", - ამბობს კობახიძე.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →