—

კახა კალაძე - მინდა მჯეროდეს, რომ მოლაპარაკებების გახსნის პროცესიც არ იქნება გამოყენებული შანტაჟისთვის, ისევე როგორც ეს კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში იყო

45
კახა კალაძე - მინდა მჯეროდეს, რომ მოლაპარაკებების გახსნის პროცესიც არ იქნება გამოყენებული შანტაჟისთვის, ისევე როგორც ეს კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში იყო
მოსასმენად დააჭირეთ

მინდა მჯეროდეს და მინდა ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ მოლაპარაკებების გახსნის პროცესიც არ იქნება გამოყენებული შანტაჟისთვის, ისევე როგორც ეს კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში იყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა და „ქართული…

მინდა მჯეროდეს და მინდა ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ მოლაპარაკებების გახსნის პროცესიც არ იქნება გამოყენებული შანტაჟისთვის, ისევე როგორც ეს კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში იყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან შეაფასა კვლევა ღია ბიუჯეტის ინდექსთან დაკავშირებით, სადაც საქართველო გამჭვირვალე ქვეყნების სიაში პირველ ადგილას აღმოჩნდა და აღნიშნა, რომ საქართველო ბევრი კრიტერიუმით მოწინავეა, რაც მას ევროინტეგრაციის პროცესში დაეხმარება.

„საქართველო ბევრი კრიტერიუმით არის მოწინავე, განსაკუთრებით ბოლო წლებში გვაქვს მიღწევები ბევრი მიმართულებით და, რა თქმა უნდა, ეს თვალსაჩინოა და ძალიან მიხარია, რომ იდგმება ისეთი ნაბიჯები რეფორმების თვალსაზრისით, რომ ვხდებით მოწინავე ქვეყანა ყველანაირი თვალსაზრისით, ყველა კრიტერიუმით. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს და დაგვეხმარება ევროინტეგრაციის პროცესში თუ იქნება ჯანსაღი მიდგომები და დამოკიდებულება და არა ისეთი, როგორც მაგალითად კანდიდატის სტატუსთან მიმართებით იყო, შანტაჟი და პოლიტიკური სპეკულაციები კანდიდატის სტატუსით. მინდა მჯეროდეს და მინდა ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ მოლაპარაკებების გახსნის პროცესიც არ იქნება გამოყენებული შანტაჟისთვის ისევე, როგორც ეს კანდიდატის სტატუსის პირობებში იყო“, - განაცხადა კალაძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →