—

\"კანონის მიღება ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს EU-ის გზას... საქართველოს საკითხს დავამატებ ევროპული საბჭოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში\"

40
\"კანონის მიღება ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს EU-ის გზას... საქართველოს საკითხს დავამატებ ევროპული საბჭოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში\"
მოსასმენად დააჭირეთ

"კანონის მიღება ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს EU-ის გზას... საქართველოს საკითხს დავამატებ ევროპული საბჭოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა X-ზე დაწერა და რუსულ…

"კანონის მიღება ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს EU-ის გზას... საქართველოს საკითხს დავამატებ ევროპული საბჭოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა X-ზე დაწერა და რუსულ კანონზე "ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გამოეხმაურა. 

"ევროპულმა საბჭომ დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო დგამს შესაბამის ნაბიჯებს და აუცილებელ დემოკრატიულ რეფორმებს. 

პარლამენტში გამჭვირვალობის კანონის მიღება უკანგადადგმული ნაბიჯია და საქართველოს კიდევ უფრო აშორებს EU-ის გზას.

ქართველმა ხალხმა აშკარად აირჩია მომავალი EU-ში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ მათ ამბიციებს. 

ამ მიზეზით, საქართველოს საკითხს დავამატებ ევროპული საბჭოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში," - წერს მიშელი. 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →