—

კახა კალაძე - ამერიკა არის მეგობარი და პარტნიორი, მაგრამ ამ ტიპის ჩარევები დამაზიანებელია ჩვენი ურთიერთობებისთვის

77
კახა კალაძე - ამერიკა არის მეგობარი და პარტნიორი, მაგრამ ამ ტიპის ჩარევები დამაზიანებელია ჩვენი ურთიერთობებისთვის
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს მოსახლეობას, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამერიკა არის მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა, მაგრამ ამ ტიპის ჩარევები დამაზიანებელია ჩვენი ურთიერთობებისთვის, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას…

საქართველოს მოსახლეობას, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამერიკა არის მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა, მაგრამ ამ ტიპის ჩარევები დამაზიანებელია ჩვენი ურთიერთობებისთვის, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას იმ შედეგებზე, რომელიც შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქციების დაწესებამ გამოიწვიოს და გათვალისწინებულია თუ არა სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის დასრულების რისკები.

„რა თქმა უნდა, ყველაფრის გათვლა ხდება და ყველაფერზე მიდის მუშაობა. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ჯერ სანქციების ნაწილი, მიმოსვლასთან დაკავშირებით რაც იქნა გაჟღერებული. პარლამენტი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია, იღებს კანონს, რომელიც ეხება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს – გამჭვირვალობას. როდესაც ამაზე ახორციელებ ზემოქმედებას, მაშინ ჩვენ არ ვყოფილვართ არც პარტნიორები, არც მეგობრები, ვყოფილვართ მტრები, ასე გამოდის. ეს ძალიან მძიმეა და ძალიან ცუდი, რადგან მოსახლეობას და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამერიკა არის მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა და ამ ტიპის ჩარევები დამაზიანებელია ჩვენი ურთიერთობებისთვის. ამიტომ ვთქვი, რომ აღნიშნული ურთიერთობები საჭიროებს გადატვირთვას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ პარტნიორ ქვეყნებს საქართველოსთან მიმართებაში ორმაგი სტანდარტის დამოკიდებულება აქვთ.

„ესეც ჩვენი ბრალია, არა მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების, არამედ ბოლო ათეული წლების განმავლობაში რაც ხდებოდა, რა დამოკიდებულებაც იყო. საკუთარი თავის ფასი არ ვიცით, საკუთარ ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს არ ვაფასებთ და, რა თქმა უნდა, სხვასაც იგივე დამოკიდებულება ექნება. შენ თუ შენს ქვეყანას არ აფასებ, სხვისი მხრიდანაც იგივე აგდებული დამოკიდებულება იქნება. შედეგი სახეზე გვაქვს, მაგრამ მერწმუნეთ, ყველაფერი გამოსწორდება“, – აღნიშნა მერმა.

მისივე თქმით, საინტერესოა, თუ საფრანგეთისთვის შეიძლება „ასეთი და უფრო მძაფრი კანონის მიღება, რატომ არ შეიძლება, ჩვენს ქვეყანაში იყოს ძალიან უწყინარი კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ითხოვს?“

1tv

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →