—

თქვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, ჩვენი ბრძოლაა და ჩვენგან უფრო მეტის იმედი უნდა გქონდეთ

29
თქვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, ჩვენი ბრძოლაა და ჩვენგან უფრო მეტის იმედი უნდა გქონდეთ
მოსასმენად დააჭირეთ

თბილისი დღეს ევროპის ჭეშმარიტი დედაქალაქია და ჩვენ ვამაყობთ თქვენით. თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა და ჩვენგან უფრო მეტის იმედი უნდა გქონდეთ, ვიდრე უბრალოდ საუბარია - ამ სიტყვებით მიმართა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ…

თბილისი დღეს ევროპის ჭეშმარიტი დედაქალაქია და ჩვენ ვამაყობთ თქვენით. თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა და ჩვენგან უფრო მეტის იმედი უნდა გქონდეთ, ვიდრე უბრალოდ საუბარია - ამ სიტყვებით მიმართა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა. 

ევროპული ქვეყნების საგარეო კომიტეტების ხელმძღვანელები ცოტა ხნის წინ აქციაზე მივიდნენ და ქართველ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს:

"დღეს ჟურნალისტმა გვკითხა, თუ რას ვეტყოდით ქართული კოშმარის ამომრჩევლებს. ჩვენი პასუხი იყო მარტივი - უსმინეთ ახალგაზრდა თაობას, უსმინეთ თქვენს შვილებს, თქვენს დებსა და ძმებს. მე ვიცი, რომ თქვენი გული სავსეა სიბრაზით მაგრამ მინდა მოვიშველიო მიშელ ობამას სიტყვები - თუ ისინი დაეშვებიან, ჩვენ ავიწევით მაღლა. ტყუილია, რომ ჩვენ ვართ რადიკალები, ან თქვენ ხართ რადიკალები. თქვენ ხართ ევროპული მეინსტრიმი, იმიტომ რომ თქვენ იბრძვით თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და კანონის უზენაესობისთვის. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევხვდით თქვენი მთავრობის წარმომადგენლებს. ჩვენ არ ჩამოვსულვართ აქ მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენ სოლიდარობა გამოგიცხადოთ, ჩვენ ასევე ჩამოვედით იმისთვის, რომ ერთმანეთს ვესაუბროთ" აღნიშნა როთმა. 

Mtavari Arxi 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →