—

თინა ბოკუჩავა - ყველა „ოფცია“ საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის დასაცავად მაგიდაზე დევს

23
თინა ბოკუჩავა - ყველა „ოფცია“ საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის დასაცავად მაგიდაზე დევს
მოსასმენად დააჭირეთ

ყველა „ოფცია“ საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის დასაცავად დევს მაგიდაზე და განიხილება, ეს ჩანდა მათ შორის კონგრესმენების და სენატორების წერილებშიც , - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური…

ყველა „ოფცია“ საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის დასაცავად დევს მაგიდაზე და განიხილება, ეს ჩანდა მათ შორის კონგრესმენების და სენატორების წერილებშიც , - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, მასში შედის პერსონალური სანქციების ოფცია ბიძინა ივანიშვილის, მისი გარემოცვის, კონკრეტული „რუსული კანონის“ მხარდამჭერი დეპუტატების და ასევე, „იმ მოძალადეების მიმართ, რომლებიც არბევენ, სცემენ და ემუქრებიან ახალგაზრდებს“

„აშშ-ს მთავარი გზავნილია, რომ საქართველოს დიდი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი აშშ დგას ქართველი ხალხის და მათი ევროატლანტიკური არჩევანის გვერდით. რა თქმა უნდა, ყველა „ოფცია“ საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის დასაცავად დევს მაგიდაზე და განიხილება, ეს ჩანდა მათ შორის კონგრესმენების და სენატორების წერილებშიც. ამ „ოფციებში“ შედის პერსონალური სანქციების ოფცია ბიძინა ივანიშვილის, მისი გარემოცვის, კონკრეტული რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატების და ასევე, იმ მოძალადეების მიმართ, რომლებიც არბევენ, სცემენ და ემუქრებიან ახალგაზრდებს, მათ შორის ჩვენ, აქაც რომ მოვდიოდით, მაშინაც, ხარებად წოდებული დაჯგუფების წევრები პირადად გვემუქრებოდნენ მე და გიორგი ვაშაძეს ფიზიკური ანგარიშსწორებით. ეს მოძალადეებიც, რა თმა უნდა, განიხილებიან სანქციებისთვის, რომელსაც აშშ იყენებს მაშინ, როდესაც ადგილი აქვს სახელმწიფო ტერორს საკუთარი მოქალაქეები წინააღმდეგ და ადამიანის უფლებების მასობრივ დარბევას“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

İpn

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →