—

კახა კალაძე - საქართველოში არც შევარდნაძის და არც სააკაშვილის დროინდელი მთავრობაა, რომ ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს არა მოსახლეობამ, არამედ კონკრეტულმა უცხოურმა ძალებმა

59
კახა კალაძე - საქართველოში არც შევარდნაძის და არც სააკაშვილის დროინდელი მთავრობაა, რომ ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს არა მოსახლეობამ, არამედ კონკრეტულმა უცხოურმა ძალებმა
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოში ვერ მოხდება, რომ ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს არა მოსახლეობამ, არამედ კონკრეტულმა უცხოურმა ძალებმა. გავიმეორებ, დღეს საქართველოში არ არის შევარდნაძის დროინდელი მთავრობა და არც სააკაშვილის დროინდელი, – ამის…

საქართველოში ვერ მოხდება, რომ ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს არა მოსახლეობამ, არამედ კონკრეტულმა უცხოურმა ძალებმა. გავიმეორებ, დღეს საქართველოში არ არის შევარდნაძის დროინდელი მთავრობა და არც სააკაშვილის დროინდელი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„როგორ შეიძლება გამჭვირვალობის მოთხოვნა იქცეს ევროინტეგრაციის პროცესის შემაფერხებლად. უპასუხოდ რჩება ეს ყველაფერი. არადა პასუხი ძალიან მარტივია – არ მივიდეს ქვეყანა არჩევნებამდე და ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს არა მოსახლეობამ, არამედ კონკრეტულმა უცხოურმა ძალებმა. ვერ და არ მოხდეს ეს ჩვენს ქვეყანაში. ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დღეს საქართველოში არ არის შევარდნაძის დროინდელი მთავრობა და არც სააკაშვილის დროინდელი. ამიტომ ჩვენ, საზოგადოებამ, უპასუხოდ არ უნდა დავტოვოთ ეს კითხვები. ფერადი რევოლუციების ავტორებს სამზადისი დღეს ან გუშინ არ დაუწყიათ. უკრაინის მოვლენების ფონზე გვახსოვს, განუბაჟებელ ტვირთად საქართველოში შემოგორებულ სააკაშვილს ფეხდაფეხ შემოჰყვნენ რევოლუციის იდეოლოგები და დაიწყეს სხვადასხვა სახელწოდებით შეფუთული ე.წ. ტრენინგები, რომელთა მიზანი, რევოლუციის მოწყობის ორგანიზება გახდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

1tv

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →