—

ვხედავთ ძალადობას, ოპონენტების ცემას, დარბევას, რეპრესიებს... ეს არის ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებები | პრეზიდენტი

20
ვხედავთ ძალადობას, ოპონენტების ცემას, დარბევას, რეპრესიებს... ეს არის ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებები | პრეზიდენტი
მოსასმენად დააჭირეთ

რუსთაველის თეატრში, სადაც ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს, სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა და ქვეყნის ევროინტეგრაციაზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა…

რუსთაველის თეატრში, სადაც ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს, სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა და ქვეყნის ევროინტეგრაციაზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მოწოდებულია, რომ დაიცვას ევროპული მომავალი და კიდევ უფრო წინ წაიწიოს. 

პრეზიდენტი გამოეხმაურა ბოლო დღეებში, აქციებზე და არამხოლოდ, მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნა-დაშინების ფაქტებსაც და აღნიშნა, რომ ეს ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი ქმედებებია:

"როგორც არასდროს, ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი მომავალი არ დავნებდებით და ჩვენ მოწოდებული ვართ. რომ დავიცავთ და განვავითაროთ მოლაპარაკებები, რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს. ამიტომ მე დაგეთანხმებით, რომ საქართველო დღეს იმყოფება გზაჯვარედინზე. ერთის მხრივ, ეს არის ევროპული მომავალი, ხოლო მეორე მხრივ ეს არის რუსული იმპერიალისტური წარსული. სწორედ ამიტომ, უმრავლესობა, სამოქალაქო საზოგადოება ნათლად აცხადებს იმ მისწრაფებას თუ სად ხედავენ მათ მომავალს. ეს არის მშვიდობიანი, განვითარებული, პასუხისმგებლობით აღსავსე ევროპული მომავალი. ეს არის სწორედ ის გზა, რომელსაც მიუყვება ქართული საზოგადოება დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ - თვითგამორკვევა, თვითგამორკვევა და კვლავ თვითგამორკვევა. როგორც მახსოვს, უინსტონ ჩერჩილის სიტყვებია: არასოდეს დანებდეთ, არასოდეს დანებდეთ, არასოდეს დანებდეთ. 

მაგრამ ვხედავთ დღესდღეობით ძალადობას, ოპონენტების ცემას, დაშინებას, დემონსტრაციების დარბევას, რეპრესიებს და სხვა სასტიკ მეთოდებს. არაფერი საერთო ამას არ აქვს ევროპასთან. ეს არის სწორედ ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებები. 

და ბოლოს, ძალადობა და ზეწოლა პარტნიორებზე, რომლებიც გვეხმარებოდნენ, მხარში გვედგნენ და მხარს გვიჭერდნენ ჩვენ, ეს არის სწორედ ამ ძალადობის გამოხატულება. ქართველი ერი აღარ იარსებებდა, რომ არ ყოფილიყო ასეთი ბრძენი და სწორედ იმიტომ, რომ ქართველი ერი არის ბრძენი, ის არ აყვება პროვოკაციებს, იგი არ მიიღებს კონფრონტაციას, დაპირისპირებას, მაგრამ ის არ დანებდება, ის ბოლომდე მივა და მივება ევროპული გზას თავისუფალ არჩევნებამდე" აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. [სინქრონული თარგმანი]

Mtavari Arxi 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →