—

პაველ ჰერჩინსკი - კანონის დამტკიცების შემთხვევაში, ბრიუსელში ჩემს ლიდერებს, 27 წევრ სახელმწიფოსთან ერთად მოუწევთ რეაგირება, ვიმედოვნებ, არ გადავალთ ნეგატიური მოვლენების სპირალზე

21
პაველ ჰერჩინსკი - კანონის დამტკიცების შემთხვევაში, ბრიუსელში ჩემს ლიდერებს, 27 წევრ სახელმწიფოსთან ერთად მოუწევთ რეაგირება, ვიმედოვნებ, არ გადავალთ ნეგატიური მოვლენების სპირალზე
მოსასმენად დააჭირეთ

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის დამტკიცების შემთხვევაში, ბრიუსელში ჩემს ლიდერებს, 27 წევრ სახელმწიფოსთან ერთად მოუწევთ რეაგირება, ვიმედოვნებ, ჩვენ არ გადავალთ ნეგატიური მოვლენების სპირალზე, – ამის…

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის დამტკიცების შემთხვევაში, ბრიუსელში ჩემს ლიდერებს, 27 წევრ სახელმწიფოსთან ერთად მოუწევთ რეაგირება, ვიმედოვნებ, ჩვენ არ გადავალთ ნეგატიური მოვლენების სპირალზე, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

პაველ ჰერჩინსკის თქმით, კანონპროექტი ამ მდგომარეობით არის სერიოზული დაბრკოლება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

„ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ნაპოვნი იქნება გზა ან მისი გაწვევისთვის, ან ამ კანონის სერიოზული ცვლილებისთვის. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ვენეციის კომისიას სთხოვეს მისი სამართლებრივი შეფასება. ჩვენ ყველა ველოდებით ამ სამართლებრივი შეფასების ძალიან მალე გამოქვეყნებას. მე გულწრფელად ვიმედოვნებ, ნაპოვნი იქნება საპარლამენტო პროცედურები, რათა არ მოხდეს ამ კანონის ამჟამინდელი ფორმით დამტკიცება.

რაც შეეხება შესაძლო ნეგატიურ მოვლენებს, მე ნამდვილად ვწუხვარ, რომ თქვენ ამ კითხვის დასმა გიწევთ. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რათა უზრუნველვყოთ, რომ საქართველო იყოს წარმატებული, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს ევროკავშირის წევრობისკენ გზაზე, რაც არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილი. ასე რომ, ამ მომენტისთვის, მოდით, გვქონდეს იმედი, რომ ეს კანონი არ იქნება დამტკიცებული და ჩვენ არ მოგვიწევს ფიქრი შესაძლო ნეგატიურ რეაქციებზე ევროკავშირის მხრიდან“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის თქმით, ჯერ კიდევ არის დრო, რათა არ მოხდეს ამ კანონის მიღება.

„მე ნამდვილად არაკომფორტულად ვგრძნობ თავს ნეგატიურ ზომებზე საუბრის გამო. მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს არ მოხდება. ჯერ კიდევ არის დრო და პროცედურები, რათა არ მოხდეს ამ კანონის მიღება. გულწრფელად ვიმედოვნებ, ჩვენ პარლამენტის წევრებთან, ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ერთად შევისწავლით ყველა შესაძლებლობას, რომ ამ კანონის მიღება არ მოხდეს და არ მოგვიწიოს შედეგებზე ფიქრი. ამავე დროს, იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი დამტკიცდება, რა თქმა უნდა, ბრიუსელში ჩემს ლიდერებს, 27 წევრ სახელმწიფოსთან ერთად მოუწევთ რეაგირება და ვიმედოვნებ, ჩვენ არ გადავალთ ამ ეტაპზე, ნეგატიური მოვლენების სპირალზე. მე არ მსურს, ქართველი ხალხი დაისაჯოს, რადგან საბოლოოდ ეს ნეგატიურად აისახება რიგით ადამიანებზე, თითოეულ პიროვნებაზე. სწორედ ამიტომ, ამ მომენტში, მოცემულ გარემოებებში ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობაა, უზრუნველვყოთ, რომ ამ ეტაპზე არ გადავიდეთ“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

1tv

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →