—

\"პრობლემა არა მხოლოდ რუსული კანონი, არამედ რუსული მთავრობაა\"

41
\"პრობლემა არა მხოლოდ რუსული კანონი, არამედ რუსული მთავრობაა\"
მოსასმენად დააჭირეთ

"პრობლემა არა მხოლოდ რუსული კანონი, არამედ რუსული მთავრობაა," - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ მთავრობამ ქვეყანა რუსი ოლიგარქების…

"პრობლემა არა მხოლოდ რუსული კანონი, არამედ რუსული მთავრობაა," - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ მთავრობამ ქვეყანა რუსი ოლიგარქების ოფშორად აქცია.

"ახლა ძალიან ნათელია, რომ ეს კანონი შინაარსით რუსული კანონია, ვინაიდან, ამ გზით რუსეთმა შეძლო რეალურად ჩაეხშო სამოქალაქო საზოგადოება, რასაც აქ მთავრობა ცდილობს. ისინი ცდილობენ საქართველოს პარტნიორები, როგორც რევოლუციის პარტნიორები წარმოაჩინონ, რომ თითქოს ისინი მთავრობის დამხობას ცდილობენ, ამასთან ისინი ძალიან ჩუმად არიან რუსეთთან დაკავშირებით, თითქოს ისინი ჩვენი მეგობარია.

ასე რომ, სულ უფრო ნათელი ხდება, რომ პრობლემა არა მხოლოდ რუსული კანონი, არამედ რუსული მთავრობაა, რომელიც მიდრეკილია, რუსეთს დაუთმოს და ქვეყნის ორიენტაცია რუსეთისკენ შეატრიალოს. არ მგონია, რომ არსებობს შესაბამისი კომპრომისი, ვინაიდან კომპრომისი კანონის გაწვევა იყო. ეს ერთხელ მოხდა და მათ კვლავ წარადგინეს ის და ამავდროულად, რამდენიმე კანონი მიიღეს.

მათ შორის ისეთი, რომელიც საქართველოს ოფშორად ხდის რუსი ოლიგარქებისთვის, რომლებიც დასანქცირებულები არიან. ასე, რომ ეს ყველაფერი უკიდურესად სანერვიულოა და ვფიქრობ, რომ ჩვენმა ევროპულმა პარტნიორებმა სწორად უნდა შეაფასონ ის, რაც აქ ხდება. დაინახონ, რომ დღეიდან არჩევნებამდე ძალიან სახიფათო გზაა, ძალიან სენსიტიური გზაა არჩევნებამდე, სადაც ქართველ ხალხს შეეძლება თქვას ის, რისი თქმაც სურს. ყურადღება გვჭირდება ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან," - ამბობს ზურაბიშვილი.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →