—

\"პროტესტი გამოხატონ მშვიდ ფორმაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იძულებული იქნება, შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა\"

55
\"პროტესტი გამოხატონ მშვიდ ფორმაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იძულებული იქნება, შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა\"
მოსასმენად დააჭირეთ

"პროტესტი გამოხატონ მშვიდ ფორმაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იძულებული იქნება, შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა", - ასე მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ აქციის მონაწილეებს.

"პროტესტი გამოხატონ მშვიდ ფორმაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იძულებული იქნება, შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა", - ასე მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ აქციის მონაწილეებს. 

ამ დროისათვის სამართალდამცველები იმყოფებიან პარლამენტის შენობის შიდა ტერიტორიაზე და ცდილობენ, დაიცვან შენობა უნებართვო შეჭრისგან. მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებს ამ წუთებში გადაკეტილი აქვთ ორივე სანაპირო და ახდენენ ხელოვნურად საავტომობილო მოძრაობის პარალიზებას. შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 და მე-11 პრიმა მუხლების მიხედვით, აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა. აგრეთვე, აკრძალულია ტრანსპორტის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა. პოლიციელებსა და ადმინისტრაციულ შენობებზე თავდასხმა არ წარმოადგენს შეკრება მანიფესტაციების უფლებით დაცულ სფეროს. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ აქციის ყველა მონაწილეს, შეწყვიტონ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და პროტესტი გამოხატონ მშვიდ ფორმაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იძულებული იქნება, გამოიყენოს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები და შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა, - თქვა დარახველიძემ.

Mtavari Arxi 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →