—

აქციის მონაწილეები პარლამენტის ჭიშკრისკენ ბოთლებს ისვრიან, არყევენ კარს, ცდილობენ ჭიშკარზე გადასვლას

53
აქციის მონაწილეები პარლამენტის ჭიშკრისკენ ბოთლებს ისვრიან, არყევენ კარს, ცდილობენ ჭიშკარზე გადასვლას
მოსასმენად დააჭირეთ

რუსთაველის გამზირზე, ჩიტაძის ქუჩიდან აქციის მონაწილეები პარლამენტის ეზოში შესასვლელი ჭიშკრისკენ ბოთლებს ისვრიან, ასევე ჭიშკარს არყევენ, ფეხებს ურტყამენ და რკინის ჭიშკარზე გადასვლას ცდილობენ.

პარლამენტის ეზოში მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომლებმაც ჭიშკრის მეორე მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართულებით წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენეს.

ადგილზე მივიდა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერიც, ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც აცხადებდა, რომ აქცია მშვიდობიანია. მისივე თქმით, პოლიცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალურად არ იმყოფება.

„სპეციალურად დატოვეს ტერიტორია, თავისნაირი ველურები ვგონივართ და ჰგონიათ, დავიწყებთ რაღაცების ლეწვას, მტვრევას. არაფერი ეგეთი არ მოხდება. ჩვენზე არ არის პასუხისმგებლობა, თუ რამე მოხდება, ყველა შემთხვევაში, პასუხისმგებლობა იქნება მათზე. ეს არის მშვიდობიანი აქცია“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ამასთან, პარლამენტთან ცოტა ხნის წინ მივიდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძეც.

1tv

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →