—

ამერიკელი სენატორი - აშშ-ის გზავნილი ვლადიმერ პუტინს: ჯერ ადრეა შამპანურის გახსნა

33
ამერიკელი სენატორი - აშშ-ის გზავნილი ვლადიმერ პუტინს: ჯერ ადრეა შამპანურის გახსნა
მოსასმენად დააჭირეთ

ამერიკის შეერთებული შტატების „დემოკრატი“ სენატორი, რიჩარდ ბლუმენტალი წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის საგარეო დახმარების დამტკიცებას მიესალმება და აცხადებს, რომ ეს არის გზავნილი მსოფლიო…

ამერიკის შეერთებული შტატების „დემოკრატი“ სენატორი, რიჩარდ ბლუმენტალი წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის საგარეო დახმარების დამტკიცებას მიესალმება და აცხადებს, რომ ეს არის გზავნილი მსოფლიო დიქტატორებისთვის.

„ვფიქრობ, ამერიკა კვლავ შეტევაზეა და ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენ შეგვიძლია გავერთიანდეთ ორპარტიულად ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის და გავუგზავნოთ გზავნილი ვლადიმერ პუტინს, სი ძინპინს, მსოფლიოს დიქტატორებს - ჯერ ადრეა შამპანურის გახსნა, ამერიკა დემოკრატიის დაცვას აპირებს“, - აღნიშნა სენატორმა.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებს შეუძლია თავისი მოკავშირეების დაცვა.

"ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ საჭირო საარტილერიო ჭურვები, შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, დარტყმის იარაღი. ჩვენ ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ სანქციები, მოვახდინოთ რუსული აქტივების კონფისკაცია, რათა მეტი რესურსი მივაწოდოთ უკრაინას", - განაცხადა სენატორმა.

İpn

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →