—

საქართველო ჯანდაცვის ხარისხით რეგიონის ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა

40
საქართველო ჯანდაცვის ხარისხით რეგიონის ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის არც ის სახარბიელო ადგილზეა. 2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში გამოქვეყნდა, საქართველო ერთი პოზიციით ჩამოქვეითდა. მაშინ ქვეყანა ჯანდაცვის ანალოგიური 54.5 ინდექსით 78-ე ადგილზე იყო.

Numbeo-ს ინდექსი ჯანმრთელობის დაცვის სისტემას, მათ შორის, ისეთი ფაქტორების ჩათვლით აფასებს, როგორიც არის აღჭურვილობა, პერსონალი, ექიმები და ხარჯები. ინდექსი, ასევე, ჯანდაცვის ადგილობრივ ინფრასტურქტურას, სერვისებს, რესურსებსა და მათზე ხელმისაწვდომობას აფასებს.

რაც შეეხება მეზობლებს, კვლევაში მხოლოდ სომხეთი ვერ მოხვდა, საქართველო კი მხოლოდ აზერბაიჯანს უსწრებს. კერძოდ, ჯანდაცვის 47.7 ინდექსით აზერბაიჯანი 89 ადგილზეა. საქართველოს უსწრებს თურქეთი, რომელიც 70.7 ინდექსით გაცილებით წინ, 25-ე ადგილზეა, ხოლო რუსეთს 60.9 მაჩვენებლით 55-ე პოზიცია უკავია. ასევე, ოდნავ წინ არის ომში მყოფი უკრაინა, რომელიც 55.4 ინდექსით რეიტინგში 75-ე ადგილზეა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →