—

ევროკავშირის ელჩი: ეს კანონი არ შეუწყობს ხელს საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან

47
ევროკავშირის ელჩი: ეს კანონი არ შეუწყობს ხელს საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან
მოსასმენად დააჭირეთ

პრეზიდენტი ევროკავშირის, ამერიკისა და ბრიტანეთის ელჩებს შეხვდა და რუსულ კანონთან დაკავშირებით ესაუბრა. შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გაიმეორა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი განცხადება, რომ ეს კანონი…

პრეზიდენტი ევროკავშირის, ამერიკისა და ბრიტანეთის ელჩებს შეხვდა და რუსულ კანონთან დაკავშირებით ესაუბრა. შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გაიმეორა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი განცხადება, რომ ეს კანონი არ შეუწყობს ხელს საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან.

"ჩვენ, ევროკავშირის ელჩები, ასევე აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს ელჩები, მოგვიწვია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იმისთვის, რომ გაეზიარებინა თავისი შეშფოთება უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის თაობაზე. როგორც იცით, ევროკავშირი ძალიან სწრაფად გამოეხმაურა ამ კანონის ხელახლა ინიცირებას. 4 აპრილს განცხადება გამოაქვეყნა ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა, გუშინ საღამოს კი განცხადება გააკეთა ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელმა. მან მკაფიოდ აღნიშნა, რომ ეს კანონი არ დააახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, არამედ დააშორებს მას, რადგან ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. დღეს, 17 აპრილს, ევროკავშირის ლიდერები იკრიბებიან ბრიუსელში, სადაც ძირითადად განხილული იქნება შიდა საკითხები, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ მათ ასევე განიხილონ ამჟამინდელი სიტუაცია საქართველოში. საქართველო სუვერენული ქვეყანაა და თავად ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, რომელ კანონს მიიღებენ პარლამენტში. ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. თუმცა, როგორც ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ გუშინ განაცხადა, ეს კანონი არ შეუწყობს ხელს საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან", - თქვა ევროკავშირის ელჩმა

Mtavari Arxi 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →