—

პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია

46
პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია.

ჰერჩინსკის თქმით, იმედი აქვს, მოიძებნება გზა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციის, მარგინალიზებისთვის გვერდის ავლის გარეშე.

„როგორც არის ახლა, ეს შეუთავსებელია და განსაკუთრებით ამჟამინდელ კონტექსტში, ევროკომისიისთვის ძალიან რთული იქნება, გააკეთოს დადებითი შეფასება ამ კანონის მიღების შემთხვევაში. მესმის, რომ ეს არის მხოლოდ წინადადება, იქნება დისკუსიები, რომლებიც გაგრძელდება რამდენიმე კვირა, შესაძლოა, რამდენიმე თვეც კი. გულწრფელად ვიმედოვნებ, მოიძებნება გზა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, რაც არის აბსოლუტურად ლეგიტიმური, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზაციის, მარგინალიზებისთვის გვერდის ავლის გარეშე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნებისმიერ დემოკრატიაში, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის წევრობის გზაზე მიმავალ ქვეყანაში“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

1tv

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →