—

ხმაური პარლამენტში | უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო

66
ხმაური პარლამენტში | უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო
მოსასმენად დააჭირეთ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ოპოზიციამ გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივასთან ერთად, რუსული კანონის დაბრუნებაზე, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაც გააპროტესტა, 

ტერმინ რუსული კანონის გამოყენებას ხატია დეკანოიძისა და ალეკო ელისაშვილის მხრიდან "ოცნების“ დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია.

შელაპარაკება სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ვითარების განმუხტვას მანდატურის სამსახურის თანამშრომლები ცდილობდნენ. პარლამენტის თავმჯდომარე მიკროფონის გათიშვით დაემუქრა ყველას, ვინც "რუსულ კანონს" ახსენებს.

საკანონმდებლო ორგანოში ამ წუთებში გენდერული კვოტირების გაუქმებაზე მსჯელობენ. მომხსენებელი "გირჩის" დეპუტატი, სანდრო რაქვიაშვილია. 

Mtavari Arxi 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →