—

პაველ ჰერჩინსკი - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის აუცილებელია

171
პაველ ჰერჩინსკი - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის აუცილებელია
მოსასმენად დააჭირეთ

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის აბსოლუტურად აუცილებელია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ცესკო-ს…

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის აბსოლუტურად აუცილებელია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ცესკო-ს დაკომპლექტების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ეს კიდევ ერთი საკითხია, სადაც ჩვენ დიალოგის გაგრძელება გვჭირდება ევროკომისიასა და საქართველოს შორის. თავისუფალი და სამართლიანი პროცესი ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთია. საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისია საერთაშორისო სტანდარტების განმსაზღვრელია, ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ საქართველოს პარლამენტს, კონსულტაცია გაიაროს ყველა დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით, როდესაც საუბარია არჩევნებზე“, – განაცხადა ელჩმა.

ჰერჩინსკის თქმით, ვენეციის კომისია მკაფიო იყო რეკომენდაციებში.

„კანონი, რომელსაც ხელი მოეწერა, შეიცავს ვენეციის კომისიის მრავალ რეკომენდაციას, თუმცა სამწუხაროდ, ვენეციის კომისიის ზოგიერთი რეკომენდაცია არ იქნა გათვალისწინებული“, – განაცხადა ელჩმა.

1tv

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →