—

პარლამენტში, ვახტანგ გომელაურის მოსმენისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და რომან გოცირიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

28
პარლამენტში, ვახტანგ გომელაურის მოსმენისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და რომან გოცირიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
მოსასმენად დააჭირეთ

პარლამენტში, შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის მოსმენისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი რომან გოცირიძის გამოსვლა გახდა.

გოცირიძის თქმით, შს მინისტრმა თქვა, რომ კერძო სექტორმა ყატარიდან 22 მილიონის საფრენი აპარატი იყიდა. „რა არის, არ ვიცით. შეიძლება, არის დრონები, ვეტრმფრენები და ა.შ. 22 მილიონი დოლარის საფრენი აპარატების შემოსვლა აქამდე არ ყოფილა და დააკვირდით, ეს ხომ არ გადადის ყირგიზეთ-ყაზახეთში. ეს საფრენი აპარატები საქართველოში დარჩება, თუ ვისია ეს 22 მილიონი? ვიცით, რომ საქართველო ხდება რუსეთში სანქცირებული საქონლის გატანის გზა“, – აღნიშნა გოცირიძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატის ეს განცხადება უმრავლესობამ გააპროტესტა და რომან გოცირიძეს მიმართეს – „დავალება გაქვს და ასრულებ?“, „აგენტი ხარ მართლა“, „საკუთარ ქვეყანას რას აბრალებს“, „მართლა ჭორიკანა ხარ“.

რომან გოცირიძის ამ განცხადებას შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურა. პაპუაშვილმა აღნიშნა: „მივედით იქამდე, რომ პარლამენტში, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი დეზინფორმაციას ავრცელებს, სხდომათა დარბაზში ქვეყნის ინტერესების პირდაპირ ღალატს არ დავუშვებთ“

Primetime 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →