—

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ნაადრევი ქორწინების, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ დანაშაულების, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით დანაშაულების კუთხით

52
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ნაადრევი ქორწინების, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ დანაშაულების, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით დანაშაულების კუთხით
მოსასმენად დააჭირეთ

ადამიანის უფლებების დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, გასულ წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის ნაადრევი ქორწინება, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ…

ადამიანის უფლებების დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, გასულ წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის ნაადრევი ქორწინება, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულები, ქალთა მიმართ ძალადობა, დისკრიმინაციის ნიშნით და შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულები, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ ადამიანის უფლებების დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტთან ერთად, გამომძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები შეიმუშავა.

„განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ შემაკავებელი ორდერის და რისკების შეფასების განახლებული ინსტრუმენტი ამოქმედდა, შეიცვალა ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების სტანდარტი. მექანიზმი ევროკომისიის მიერ დადებითად შეფასდა, რაც აღნიშნულია რეკომენდაციების შესრულების დოკუმენტში. ადამიანის უფლებების დეპარტამენტმა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით, პარტნიორ უწყებებთან, ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გასულ წელს არაერთი საინფორმაციო კამპანია თუ აქტივობა განახორციელა“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

1tv

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →