—

ირაკლი კობახიძე ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო პროექტზე - არის ნეგატიური ტენდენციები მსოფლიოში და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ეს ნეგატიური ტენდენციები დავაზღვიოთ

35
ირაკლი კობახიძე ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო პროექტზე - არის ნეგატიური ტენდენციები მსოფლიოში და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ეს ნეგატიური ტენდენციები დავაზღვიოთ
მოსასმენად დააჭირეთ

რაც შეეხება კანონპროექტს, რომელიც მიმართულია ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ, არის ნეგატიური ტენდენციები მსოფლიოს მასშტაბით და რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ეს ნეგატიური ტენდენციები…

რაც შეეხება კანონპროექტს, რომელიც მიმართულია ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ, არის ნეგატიური ტენდენციები მსოფლიოს მასშტაბით და რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ეს ნეგატიური ტენდენციები დავაზღვიოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო პროექტი კონსტიტუციების პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეიმუშაოს.

„მე პირადად არ ვარ ჩართული კანონპროექტის შემუშავებაში. იცით, რომ ეს იყო საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა, თუმცა აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის ის შფოთვა, რომელიც აქვს საპარლამენტო უმრავლესობას. არის ნეგატიური ტენდენციები მსოფლიოს მასშტაბით და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ეს ნეგატიური ტენდენციები დავაზღვიოთ. ამისთვის, რა თქმა უნდა, კანონმდებლობას შეუძლია შექმნას მყარი გარანტიები, მთავარია, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრინციპების შესაბამისად და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შემუშავდეს ეს კანონპროექტი“, - განაცხადა კობახიძემ.

İpn

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →